”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი კვირიკაშვილი ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი და “ქართული ოცნება –  დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება.

პრემიერი მაჟორიტარობის კანდიდატებს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძასა და ბორჯომში წარადგენს

საქართველოს პრემიერ მინისტრი და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 22 აგვისტოს ახალქალაქი–ნინოწმინდისა და ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩეველს წარუდგენს. 

პაატა ბურჭულაძის პარტია ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ართავაზ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა. იგი  ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის.

,,დაიცავით ჩემი ოჯახის უსაფრთოება“ – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაიცავით ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთოება – ამ სიტყვებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი ახალციხე–ადიგენის ოლქში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

ახალციხეში, მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 19 აგვისტოს გამოსცა. 

,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,“ ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ”სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა. თემურ ლურსმანაშვილი  პარტიიდან წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ პლადფორმას შეუერთდა.

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა

“მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ  თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და  პასუხისმგებლობაზე” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.

ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდა ამომრჩევლების კითხვებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.

ახალციხე–ადიგენის ოლქის დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს. ხუთივე მათგანი, დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, მათ საარჩევნო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში, დეპუტატობისთვის ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს

ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. არტაშეს ფალანჯიანი და რობერტ ჯაღაცპანიანი,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებენ. 

ახალციხე–ადიგენის ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დეპუტატობისთვის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. ნუგზარ პარუნაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 აგვისტოს დაარეგისტრირა.

,,სამცხე–ჯავახეთში ლიდერი ქალი არ მეგულება“ – ჯუმბერ ინასარიძე

11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან, სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. მათგან ქალი არც ერთია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მეტი ქალის ყოფნას, ყველა პოლიტიკური ძალა მიესალმება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე