გოდერძი კუბლაშვილი “მეცხრე არხთან” მხოლოდ პირდაპირ ეთერში იკონტაქტებს
გოდერძი კუბლაშვილი “მეცხრე არხთან” მხოლოდ პირდაპირ ეთერში იკონტაქტებს – ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
8 სექტემბერს, პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება
8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება.
ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს – მაჟორიტარი კანდიდატების პრიორიტეტები
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
8 სექტემბრიდან, ამომრჩევლის ბარათების დარიგება იწყება
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ.
ბორჯომსა და ასპინძაში „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ამირან ტყეშელაშვილია
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით ბორჯომი–ასპინძის საარჩევნო ოლქში კენჭს ამირან ტყეშელაშვილი იყრის.
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტატი კანდიდატი წარადგინა
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შალვა გოგოლაძე მიიღებს.
სოფელ მირაშხანში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საპარლამენტო არჩევნები, მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა, საარჩევნო პროცესები და კენჭისყრის დღის პროცედურები – ამ საკითხების შესახებ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხნის მოსახლეობასთან, საჯარო შეხვედრა გაიმართა.
ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო“ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო,“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. ტარიელ ხაჩიძე ამომრჩევლებს ბლოკის საბჭოს წევრმა წარუდგინა.
პაატა ბურჭულაძემ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატები წარადგინა
მოძრაობამ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღმოსავლეთ საქართველოს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები საზოგადოებას მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო.
,,ოცნების მხარდამჭერები თავს მეორედ დამესხნენ“ – ბორჯომის დეპუტატობის კანდიდატი
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ შტაბის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 30 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში მოხდა.
ახალციხის მერობის კანდიდატი ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ბესიკ ტაბატაძეა
უკვე ცნობილია, ვის დაასახელებს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ახალციხის მერობის კანდიდატად. პარტიის ცენტრალურ შტაბში ამბობენ, რომ მათი სახელით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, ბესიკ ტაბატაძე მიიღებს.
,,ეროვნული ფორუმი“ ახალციხის მერობის კანდიდატად, ჯუმბერ ინასარიძეს ასახელებს
,,ეროვნულმა ფორუმმა“ ახალციხის მერის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატი შეარჩია. ქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის, ჯუმბერ ინასარიძე იბრძოლებს.



You must be logged in to post a comment.