”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

27 იანვარს ნინოობა აღინიშნება

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.

ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა. ცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე  ორ ნომინაციაში  – „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ იყო წარდგენილი. 

რატომ არ ხსნიან საარჩევნო მასალებს ახალციხეში? – პოლიტიკური პარტიები კანონს არღვევენ

საარჩევნო სუბიექტებისთვის, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ბოლო ვადა ერთი კვირის წინ ამოიწურა, თუმცა რამდენიმე მაჟორიტარისა და მერის კანდიდატის პლაკატი, ახალციხეში, არაერთ ქუჩაზეა გაკრული.

ინფოგრაფიკა – არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ინფოგრაფიკა – საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ვაჟა ჩიტაშვილი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გიორგი კოპაძე.

ამომრჩევლის მიერ, სამ კვირაში შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიები

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში, განსხვავებული შედეგები მიიღეს.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია, 8 საჩივარს განიხილავს

ამ დროისთვის, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არასამთავრობო ორგანიზაციების რვა საჩივარია შესული.

ვაჟა ჩიტაშვილი გიორგი კოპაძეს მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება. 

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.

ვლადიმერ ზედგინიძე – მეორე ტურმა კარგი შედეგი იმიტომ მოგვცა, რომ ძალები გავაერთიანეთ

ახალციხის მერობის გამარჯვებულმა კანდადატმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ ამ შედეგის მიღებაში დარწმუნებული იყო. მისივე თქმით,   გამარჯვების მიზეზს მეორე ტურისთვის ძალების გაერთიანება წარმოადგენს. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე