9 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
რატომ იზრდება ჯარიმებიდან და საურავებიდან შესული თანხის რაოდენობა ბიუჯეტში; ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ახალციხეში; ადიგენში, სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღის აღსანიშნავად ემზადებიან.
5 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
ადიგენში, ავარიული საბავშვო ბაღის შენობის დასანგრევად, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება; ახალციხის მუნიციპალიტეტში, 1 200–მდე აბონენტს, ელექტროენერგია არ მიეწოდება; ,,ობოლი დასავლეთი“ – პრემიერა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
4 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
,,ევროპა ჩემოდანში“ – ახალციხეში, 6 ქვეყნის ექსპერტები, ევროინტეგრტაციაზე იმსჯელებენ; ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა; ბორჯომში, შავი მიწის მოპოვების ფაქტზე, ცხრა პირი დააკავეს.
4 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
ადიგენში, საკრებულოს დეპუტატები, გამგეობის 9 თვის მუშაობის ანგარიშს მოისმენენ; ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ასრულებს; სამცხე–ჯავახეთში, გლეხები, მოსავლის სიმცირეზე ჩივიან.
2 ნოემბრის “ექოს” ანონსი
სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა ახალციხეში; ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გრძელდება; ახალციხელი კარატისტები ჩეხეთის საერთაშორისო ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
4 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი
ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერები კარტოფილის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან. გარდა ამისა, ფიქსირდება კულტურის სველი და მშრალი სიდამპლე. გლეხები ამბობენ, რომ თავის დროზე ნათესებს მოვლა არ დააკლეს, თუმცა, წელს იმდენი მოსავალი მაინც ვერ … Continue reading
30 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
თემისა და ქალაქის დეპუტატების 1–წლიანი ანგარიში წარმომადგენლობით ორგანოს; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 23 ვაკანტურ ადგილზე, კონკურსი მეოთხედ გამოაცხადა; მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილეთა ვინაობა უკვე გარკვეულია.
29 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა; რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაზე. დისკუსია აგროეკოლოგიის საკითხებზე; რას სთავაზობს სახელმწიფო, არალეგალ მიგრანტებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
28 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
საპროტესტო აქცია ადიგენში. ადგილობრივები დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვენ; ქართული დელეგაცია, 1–თვიანი ვიზიტის შემდეგ, იაპონიიდან სამცხე–ჯავახეთში დაბრუნდა; ახალციხეში, უსაფრთხო მიგრაციის შესახებ, საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართება;
28 ოქტომბრის “ფერმერის საათის” ანონსი
“ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე” – ასე ჰქვია პირობითად “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემას. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ფერმერები ყოველწლიურად ხუთი თვის განმავლობაში, იძულებულნი არიან ცივილიზაციას მოწყდნენ. “მთაში გახიზნულების” ცხოვრება და სირთულეები, რომელთან გამკლავებაც … Continue reading
23 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
ადიგენის მუნიციპალიტეტეში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო; სოფელ წარბასთუმანში მცხოვრები ბახტურიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნაზე ჩივის; მურმან ჯინორია, ლაშა ღლონტი და ანსამბლი ,,მესხეთი“ – პოეზიისა და მუსიკის საღამო … Continue reading
22 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
რომელი სოფლები მიიღებენ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს სამცხე–ჯავახეთში; ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმა ახალციხესა და ასპინძაში; ინფორმირებული ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის – ,,ინტერნიუსი საქართველოს“ შეხვედრა ახალგაზრდებთან.



You must be logged in to post a comment.