”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ანონსი: NDI-ს კვლევის მიხედვით, რუსეთის მიმართ სიმპათია გაიზარდა

„NDI“–მ ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საზოგადოების დამოკიდებულება და მოსაზრებები საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის სტაბილურობაზე წინა კვლევის შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ვრცლად, თემის შესახებ – სანფორმაციო გამოშვებაში დღეს, 21:30 საათზე.

13/05/2015

13 მაისი “ექოს” ანონსი

„მეცხრე არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დღეს, 21:30 საათზე ნახავთ: 1. NDI-ს კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რუსეთის მიმართ სიმპათია გაზრდილია; 2. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ვიზიტის ბოლო … Continue reading

13/05/2015

12 მაისის “ექოს” ანონსი

„მეცხრე არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში  დღეს,  21:30 საათზე ნახავთ: ლარში სესხების ნაწილი ძვირდება; საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ადიგენში; აწყურის ღვთისმშობლის ხატი ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზაზე – ხატს აჭარიდან ახალციხეში მოაბრძანებენ.

12/05/2015

ანონსი: ლარის ინფლაცია და საარსებო მინიმუმზე ასახული შედეგი

ლარის ინფლაციამ გავლენა მოსახლეობის საარსებო მინიმუმზეც მოახდინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საარსებო მინიმუმი, ანუ თანხის ის რაოდენობა, რომელიც ზრდასრულ, შრომისუნარიან ადამიანს, ნორმალურად კვებისათვის … Continue reading

11/05/2015

11 მაისის “ექოს” ანონსი

„მეცხრე არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღეს, 21:30 წუთზე ნახავთ: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში დარჩება; ლარის ინფლაცია და საარსებო მინიმუმზე ასახული შედეგები; პიანისტთა რეგიონული კონკურსი ახალციხეში.

11/05/2015

საქართველოს პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება

სრულიად საქართველო კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება. პატრიარქს 11 მაისს 14:00 საათზე  ეპარქიის დასაწყისში, სლესის ციხესთან სამღვდელოება და მოსახლეობა დახვდებიან. მრევლი გზაზე შეგებებას გეგმავს … Continue reading

10/05/2015

ახალციხე 9 მაისისთვის ემზადება

ახალციხე 9 მაისისთვის ემზადება. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ფეიქრიშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ კულტურული  ღონისძებები 11:00 საათზე, ახალციხის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალთან დაიწყება და … Continue reading

08/05/2015

ანონსი: მოსახლეობის აღწერის პირველადი შედეგები და დაცლილი სოფლები

საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 47 ათასი კაცითაა  შემცირებული, რაც  2002 წლის აღწერის შედეგებზე  თითქმის 23 %-ით ნაკლებია.მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად სოფლებიდან ხდება. რატომ  ტოვებენ რეგიონს ადგილობრივები … Continue reading

07/05/2015

ანონსი: ახალციხეში მოტორბოლა მოეწყო

ახალციხის მოტოკლუბმა „რაიდერს დრიმმა“ სეზონი გახსნა. კლუბის მიზანი ახალგაზრდებში მოტოხელოვნების დანერგვა და სპორტის ამ  სახეობის განვითარებაა.   ღონისძიება  ტბის მიმდიბარე ტერიტორიაზე   გაიმართა. სპორტსმენებმა და მოყვარულებმა მოტოციკლებითა და კვადროციკლებით საჩვენებელი რბოლა მოაწყეს. … Continue reading

07/05/2015

7 მაისის “ექოს” ანონსი

რწყვის სეზონთან დაკავშირებული პრობლემები ადიგენის მუნიციპალიტეტში; მოსახლეობის აღწერის პირველადი შედეგები და დაცლილი სოფლები; მოტოდრაფტი ახალციხეში.

07/05/2015

6 მაისის “ექოს” ანონსი

1. „უნიმედი სამცხეს“ ყოფილი ექიმი ადმინისტრაციას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს; 2. აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება; 3. მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

06/05/2015

ანონსი: რატომ უთხრეს უარი ლაშა ამირეჯიბს ახალციხის ციხის დირექტორობაზე?

ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა ამ დრომდე დაწესებულებას დირექტორი არ ჰყავს.  მერიაში სასურველ კანდიდატურას კვლავ ეძებენ.  კომპლექსის დირექტორობის სურვილი რამდენიმე  პიროვნებამ  გამოთქვა, თუმცა ქალაქის პირველი პირისგან უარი … Continue reading

05/05/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე