”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ჭობარეთში მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს. მასალები ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება.

“ფერმერის საათი” – ირიგაციის სეზონი ახალციხის მუნიციპალიტეტში

არის თუ არა მზად მუნიციპალიტეტი რწყვის სეზონისთვის, რა პროექტები ხორციელდება ამ მხრივ და რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის მელიორაციის სამსახურის უფროსი ჯემალ გიორგაძე პასუხობს.

რეზო გიქოშვილი – წარმატებული მევენახე ახალციხიდან

ახალციხის ციხის აგრონომი – გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილი წლებია მევენახეობას მისდევს. მის საზაფხულო სახლის ეზოში დღეისათვის ათეულობით მესხური ვაზი ხარობს.

ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ელოდებიან

ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ელოდებიან. 23 მაისის სტიქიის შედეგები სპეციალურმა კომისიამ უკვე შეისწავლა.

,,სოციალური აგენტი შვილების წართმევით მემუქრება“ – თამარ ბოჩიკაშვილი

სოფელ აბასთუმანში მცხოვრები თამარ ბოჩიკაშვილი სოციალურ მუშაკს მუქარაში ადანაშაულებს. რვა შვილის დედა ირწმუნება, რომ  მარიამ ყურმაშვილი მას ბავშვების წართმევით დაემუქრა.

ლევან წულაძის სპექტაკლი, ახალციხის ციხის ნაცვლად, თეატრში გაიმართება

ლევან წულაძის სპექტაკლი, ახალციხის ციხის ნაცვლად, მესხეთის თეატრში გაიმართება. ადგილის შეცვლის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა.

6-8 ივლისს, ახალციხისა და ასპინძის სოფლებს, გაზის მიწოდება შეუწყდება

6-8 ივლისს, ახალციხისა და ასპინძის სოფლებს გაზის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე დაგეგმილი სამუშაოებია. 

ახალციხეში, ზოგადი უნარების სესიებზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარებით გრძელდება. ტესტირების პირველ დღეს ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 609 აპლიკანტი დარეგისტირდა, მათგან 29 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

გიორგი გიუაშვილი ბორჯომელ “ჩინოვნიკებს” პროკურატურაში უჩივის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ადგილობრივ მაღალჩინოსნებს უჩივის. გიორგი გიუაშვილმა მათ წინააღმდეგ ჩვენება დღეს, 4 ივლისს მისცა.

ახალციხის მერია, 6 000 ლარად, დინამიური მართვის კამერას ყიდულობს

   ქალაქ ახალციხის მერია, დინამიური მართვის კამერის შეძენას აპირებს. მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი 20 ივნისს, 6 000 ლარზე გამოაცხადა. 

აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

აბასთუმნის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ქვესადგურსა და მაღალი ძაბვის ხაზებზე გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს,

უნარების გამოცდის პირველ სესიაზე, ახალციხეში, 25 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე  311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე  25 მათგანი არ გამოცხადდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე