”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებლები პეტრე–პავლობას ზეიმობენ

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

ახალციხეში გზის მოწესრიგებას ითხოვენ, მერიაში კი პასუხის გასაცემად ვერ იცლიან

ახალციხეში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. გზის 50 მეტრიანი მონაკვეთი ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლამდე, ერთ–ერთ საოჯახო სასტუმრომდე და რაიონულ პროზექტურამდე მიდის.

ეროვნული გამოცდები, 11 ივლისს, მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ახალციხეში 11 ივლისს ტესტირება მასწავლებლებსა და მაგისტრანტ სტუდენტებს ჩაუტარდათ.

დედისა და სამი შვილის მკვლელობის დეტალები ვაჩიანიდან

შსს–ს ინფორმაციით, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული, მათივე თანასოფლელია. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოფელში ადგილობრივები მისი დასჯის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

11/07/2016 · 2 Comments

ახალციხეში, ორ ადგილზე, უფასო wi-fi დამონტაჟდა

ახალციხის ციხისა და სადგურის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უფასო wi-fi–თ  სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. შესაბამისი მოწყობილობა, ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ,,დელტაკომმა“ დაამონტაჟა.

ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პიროვნება. ნოდარ ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

ვაჩიანში მომხდარ მკვლელობაზე სამი თანასოფლელი დააკავეს – “JNEWS”

ვაჩიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ვრცელდება. სააგენტო “JNEWS “–ის ინფორმაციით,  მკვლელობაში  ბრალდებული სამი პიროვნება დააკავეს. 

ახალციხეში თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ახალციხის ერთ–ერთ სასტუმროში თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი,  სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

ნინო თეთვაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გაქტის შესწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო და ამ მიზნით, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან,  გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია მოითხოვა.

ვაჩიანში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის საქმეზე ძიება დაიწყო

სოფელ ვაჩიანში დედისა და შვილების გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. 

ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

  ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში –  ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

12 ივლისს, ახალციხეში სოზარ სუბარს ელიან

ახალციხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი 12 ივლისს, 14:00 საათზე ეწვევა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე