”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, ახალციხის მერიისგან, აქციის გამართვაზე უარი მიიღო

ახალციხის მერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”  აქციის გამართვაზე უარს უცხადებს –ამის შესახებ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა.

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს სახელმწიფოს ადვოკატები დაიცავენ

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებიდან სამ პირს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნებათ – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა დღეს, 21 ივლისს  გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღო.

მერიის თანამშრომლის კომპანია ტენდერებს საეჭვო ვითარებაში იგებს

ახალციხეში, გურამიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე, ორი მინი სტადიონის მშენებლობა იწყება. 128 800 ლარად ღირებულ სამუშაოებს, შპს ,,მშენებელი–2004“ შეასრულებს. ტენდერში მონაწილე შვიდი კომპანიიდან, ოთხმა აღნიშნულზე ბევრად ნაკლები თანხა შესთავაზა, თუმცა ოთხივემ, … Continue reading

საძელი–ხაკის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ა(ა)იპ–ების რაოდენობა 15–ით გაიზარდა. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 347 ერთეულით, მათი შრომის ანაზღაურებაზე კი, 182 834 ლარით მეტი იხარჯება.

არაქართულენოვანი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე – დისკუსია ახალციხეში

     პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციის – ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.

ბორჯომში ორი პირი სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზების გამო დააკავეს

ბორჯომში ორი პირი 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.  

ახალგაზრდებმა, “ქართული ოცნების” წევრს, საქალაქო ტრანსპორტის საკითხის განხილვა სთხოვეს

პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“  მონაწილეები „ფრაქცია – ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს შეხვდნენ. მამუკა მიქელაძეს საქალაქო ტრანსპორტის მდგომარეობა გააცნეს.

ავტომობილები ახალციხის ციხის ციტადელზე

დღეს, 20 ივლისს, ახალციხის ციხის ციტადელის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირება მოეწყო. ამ ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ქვეითებისთვისაა დაშვებული.

“მმართველი პარტია, უმისამართო ამომრჩევლებით, გარანტირებული ხმების მიღებას ცდილობს” – მაკა სუდაძე

საქართველოში, დაახლოებით,  25 000  უმისამართო ამომრჩეველია.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესიდეები დაფინანსდება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის, ახალციხეში, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. მსურველებს ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ. 

აბიტურიენტებმა გამოცდა ლიტერატურაში ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდა, დღეს 19 ივლისს, აბიტურიებტებმა ლიტერატურაში ჩააბარეს. ტესტირება ერთ სესიად ჩატარდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე