”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონულ მედიას ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკრიტიკებს

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა და ქალაქის ყოფილმა მერმა, მედიაკავშირ ,, ობიექტივის“ ეთერში, წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი, რეგიონული მედიის კრიტიკით დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ახალციხის ფეხბურთის გუნდი დახმარებას ითხოვს

საქართველოს პირველობისთვის, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის სახელით, ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთი“ იბრძოლებს. გუნდმა მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

,,დაიცავით ჩემი ოჯახის უსაფრთოება“ – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაიცავით ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთოება – ამ სიტყვებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი ახალციხე–ადიგენის ოლქში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

,,დიალოგი” – ოთხმა პარტიამ პოლიტიკური პლატფორმა შექმნა

პოლიტიკურ პარტიებს –  ,,ახალი მემარჯვენეებს,“  ,,გირჩსა”  და  ,,ახალ საქართველოს“ მეოთხე ძალა – ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შეუერთდა.

,,დიალოგი” – დეპუტატობის კანდიდატის კრიტიკა რეგიონული მედიის მიმართ (გადაცემის მეორე ნაწილი)

ახალციხის ყოფილი მერი და ახლა უკვე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ადგილობრივი მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს.

ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

ახალციხეში, მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 19 აგვისტოს გამოსცა. 

,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,“ ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ”სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა. თემურ ლურსმანაშვილი  პარტიიდან წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ პლადფორმას შეუერთდა.

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ფერიცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო 19 აგვისტოს ფერიცვალებას აღნიშნავს. იმ დღეს, როდესაც თაბორის მთაზე, იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. 

მგონია, რომ ჩვენ ვშორდებით მოსწავლეთა საჭიროებებს“ – განათლების მინისტრი ახალციხეში

საქართველოს განათლების მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთში. ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხესა და ახალქალაქში პედაგოგებს შეხვდა და მათი დონის ამაღლებისა და უნარების გაძლიერების გზებზე  ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა

“მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ  თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და  პასუხისმგებლობაზე” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.

ახალციხის საკრებულომ, საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილი და წესი დააზუსტა

ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრებმა,  პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნოდ, სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები და წესი დააზუსტეს.

ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდა ამომრჩევლების კითხვებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე