”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რას ამბობენ ყოფილი თანამშრომლები და თანასოფლელები ბესიკ ბლიაძის შესახებ?

ბესიკ ბლიაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დღეს კონკურსის გამოცხადებამდე დაიკავა.  როდის გამოცხადდება კონკურსი  ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა გამგეობის ახალ ხელმძღვანელს მასში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

11/03/2013

ახალციხიდან სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა გამგეობაში პროექტები წარადგინეს, რომელიც დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება. სამინისტროში წარსადგენად 24 პროექტია მომზადებული. ახალციხის გამგეობაში, ძირითადად დიდთანხიანი პროექტები შეირჩა. მცირე თანხიანებს კი … Continue reading

11/03/2013

8 მარტს ახალციხელ ქალბატონებს სასტუმრო ,,ლომსიამ” უმასპინძლა

სასტუმრო ,,ლომსიას”  ადმინისტრაციამ ახალციხელ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება შესთავაზა.  სარვამარტოდ ,,ლომსიას” დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძეც ესტუმრა

10/03/2013

8 მარტი ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. ამასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მანდილოსნებს დღესასწაული მიულოცეს და ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს.

09/03/2013

40 ლარზე ნაკლები ანაზღაურება ექიმებს

,,უნიმედი სამცხეში” პრობლემები გრძელდება, კიდევ ორი გათავისუფლებული თანამშრომელი და 40 ლარზე ნაკლები სახელფასო ანაზღაურება ექიმებს. რა პოლიტიკას ატარებს მფლობელი ,,ჩემი ოჯახის კლინიკა”  და რატომ რთულდება მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში, რას ასახელებს … Continue reading

08/03/2013

მუნიციპალიტეტებმა სამინისტროში გასაგზავნი პროექტები შეარჩიეს

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს,  არსებულ პრობლემებზე პროექტის დაწერის ვადა 11 მარტამდე აქვთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ქვეყნის ყველა რეგიონისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში … Continue reading

08/03/2013

დეტალები, რის გამოც დავით საყვარელიძე სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში დაიბარეს

სამცხე-ჯავახეთის  საოლქო პროკურატურა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნულის თაობაზე, პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე იყო დაბარებული. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ყოფილი თანამშრომელი ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული … Continue reading

08/03/2013

შოთა წურწუმია: ,,ჩემი ყოველი დღე პოეზიით იწყება და მთავრდება”

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში,  სტუდენტის შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს , რომლებმაც ახალგაზრდა პოეტის მიერ  დაწერილი ლექსები მუსიკის ფონზე წაიკითხეს. პოეზიის საღამო … Continue reading

08/03/2013

ბესიკ ხითარიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. სამთვიანი მუშაობის შემდეგ ბესიკ ხითარიშვილის მოვალეობას 7 მარტიდან მისი მოადგილე თამარ გოგოლაძე ასრულებს. უკვე ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 6 … Continue reading

07/03/2013

დღეს თანამდებობა დატოვა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსმა

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსი. ლევან დემეტრაძემ პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ 7 მარტს დაწერა. იგი საპატრულო სამსახურს პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა. … Continue reading

07/03/2013

დავით ნარმანიამ სამცხე–ჯავახეთის განვითარების პროექტები განიხილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. დავით ნარმანია რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდა და 200 მილიონიანი ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

06/03/2013

ბესიკ ხითარიშვილს დღეს გამგებლობის ვადა ამოეწურა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დაკავებულ თანამდებობაზე  სამ თვიანი  ვადა დღეს ამოეწურა. მიუხედავად ამისა  მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკონკურსო კომისია არ შექმნილა და შესაბამისად,  გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. როგორც … Continue reading

06/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე