”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ქუქჩიშვილი: ,,19 აპრილის აქციით ,,ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ძალის დემონსტრირება სურს”

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  19 აპრილს მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარტიაში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მთავარი მიზნებითა და პრიორიტეტებით მოსახლეობას რუსთაველის გამზირიდან მიმართავენ.

17/04/2013

რა დაპირებები ვერ შეასრულა ,,ქართულმა ოცნებამ” ?

,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა- ხელისუფლების  სათავეში მოსვლიდან 6 თვის შემდეგ უმრავლესობის წევრების მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ. რამდენად სრულყოფილია „ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე გაწერილი პროგრამა … Continue reading

17/04/2013

დიდი ბრიტანეთის ელჩის დევიდ მორანის პირველი ვიზიტი ახალციხეში

  დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დევიდ მორანი, დღეს სამცხე–ჯავახეთს პირველად ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში, მან ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა მოინახულა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

17/04/2013

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად “ფარავან ჰესზე” მუშაობა შეწყვიტეს

გაფიცვა „ფარავან ჰესზე”.   ჰიდროელექტრო  სადგურის  გვირაბში დასაქმებულმა ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. მუშები არასაკმარის ანაზღაურებას, ზეპირ კონტრაქტსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

17/04/2013

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის თურქი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის  საგამოძიებო ოპერატიულ სამმართველოში  თურქი მოქალაქის ჰარა  ღაჯისა და სამი უზბეკი ქალბატონის მიერ,  საქართველო-თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით,  ქალბატონებიდან ერთ-ერთი თურქეთიდან … Continue reading

17/04/2013

ახალქალაქი საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

  ახალქალქში კრივში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.  მასში მონაწილეობას ახალგაზრდა მოკრივეები ქვეყნის 14 მუნიციპალიტეტიდან და აჭარის რეგიონიდან  იღებენ. წელს საქართველოს  პირველობაში  მოკრივეები აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებიდანაც ჩაერთვნენ. ჩემპიონატში გამარჯვების მოსაპოვებლად 139 … Continue reading

17/04/2013

ზარზმელის ქუჩის პრობლემები

ზარზმელის ქუჩის 50-მდე მაცხოვრებელი დღეს ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა. მათ  სავალი გზის მოწესრიგების მოთხოვნით  ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართეს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ქუჩა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველთვის უყურადღებოდ რჩებოდა.

16/04/2013

ექიმი ,,ალდაგის” წინააღმდეგ–პირველი მოგებული სასამართლო პროცესი

,,უნიმედი სამცხეს” ყოფილმა ექიმმა საავადმყოფოსთან სასამართლო პროცესი მოიგო. თამაზ ხაბეიშვილს სამედიცინო დაწესებულება დარჩენილ სახელფასო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს. რაც შეეხება საავადმყოფოში ამჟამად მომუშავე პერსონალს, მათ 6 თვიანი ხელშეკრულების ვადა დღეს ამოეწურათ. … Continue reading

16/04/2013

ინტელექტის დღე სამცხე–ჯავახეთში

ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ  ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის? უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ათმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო. თამაში მოსწავლეებისათვის ინტელექტუალური კლუბის  რა?სად? როდის?  ფედერაციის ორგანიზებითა და პროექტის  „ინტელექტის დღე საქართველოში”  … Continue reading

16/04/2013

ოთხთვიანი უხელფასობა ასპინძაში

ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა. ამის მიზეზი დაგვიანებული ხელფასები გახდა. როგორც ისინი ამბობენ, სამუშაო პროცესს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ დამსაქმებელი სამშენებლო კომპანია ხელფასს არ აუნაზღაურებს. … Continue reading

16/04/2013

კარწახში სარკინიგზო გვირაბი აშენდება?!

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალ ფაზაში შედის. კარწახის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყება. ადგილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს დღეს საქართველო-თურქეთის დელეგაციამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში კარწახში დროებითი გამშვები პუნქტის მშენებლობაც იგეგმება, … Continue reading

16/04/2013

საერთაშორისო კონფერენცია თამარ მეფის ციხე–ქალაქში

ვარძიის კომპლექსმა სტუდენტ-არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრა ისტორიულ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა. მასში მონაწილეობა უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ოქსფორდის უნივერსიტეტმაც მიიღო. კონფერენციის შემდეგ მონაწილეებმა … Continue reading

16/04/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე