”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესხ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამა ამჯერად ახალციხეში წარადგინა. ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

გოდერძი კუბლაშვილი: „ამ პატარა ქალაქში 670 სექს–მუშაკია, თურმე დასაქმებული, სირცხვილია!“

„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხესა და ადიგენში, კონკურენტებს ტრადიციული ბრიფინგით მიმართავს.

სოფელ დამალის მოსახლეობას საარჩევნო პროცედურები გააცნეს

საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

“მესხეთიდან ევრო–ბაზრამდე” (სომხური ტიტრებით)

გზა, რომელიც მესხურმა პროდუქტმა ევროპულ ბაზრამდე უნდა გაიაროს.  ევროპული სტანდარტები და პერსპექტივები. მესხი ფერმერების ევროპული სამზადისი. როგორია ქართული პროდუქტი დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას ფერმერული მეურნეობა – “მეცხრე არხის” … Continue reading

საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ

საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ. 85 წლის ჟაკ პაპზოვი შვილთან ერთად ქალაქს იმ იმედით ესტუმრა, რომ მისი გვარის წარმომავლობას გაარკვევს და ადგილობრივ ნათესავებს გაიცნობს.

ახალციხე–ხაშურის საფეხბურთო მატჩში “ივერია”–მ გაიმარჯვა

ახალციხის „მესხეთსა“ და ხაშურის „ივერია“–ს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ხაშურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

“რესპუბლიკელებმა” ახალქალაქში, მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აშოტ საარიანი წარუდგინეს.

მესხეთის რაგბის ნაკრების პირველი მატჩი „ტაოს“ გამარჯვებით დასრულდა

მესხეთის რაგბის ნაკრების პირველი საშინაო მატჩი ასპინძაში „ტაოს“ გამარჯვებით დასრულდა. წყალტუბოს „წყალტუბო“ მესხეთის „ტაოსთან“ ორი ქულით დამარცხდა.

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. ფეხბურთის აკადემია “მესხეთი” ხაშურის “ივერიას” დაუპირისპირდება.

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ მირაშხანთან მდებარე ტაძარში,  სადაც  მრევლი ყოველი წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან იკრიბება.

სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის #20 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მეორედ არჩეულ მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ. წინადადებას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე