”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართული ოცნების” წევრები ოლეგ სანდროშვილის გადადგომას მოითხოვენ

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები დღეს 15:00 საათზე ახალციხის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეემა საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სანდროშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” … Continue reading

24/05/2013

ქალი და პოლიტიკა

ახალციხის დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით დღეს სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა პოლიტიკურ საქმიანობაში ქალის როლი და მისი ჩართულობა შეაფასეს. მათ ასევე იმსჯელეს ქართულ პოლიტიკაში არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევ მიზეზებზეც.

23/05/2013

ყოფილი პოლიციელების უფლებების დასაცავად ახალციხეში ორგანიზაცია ჩამოყალიბდა

ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული პირების უფლებებს დაიცავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რეგიონული სამსახური სამცხე–ჯავახეთში დაფუძნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაეხმარება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიციელების უფლებები ქვეყანაში ყველაზე ხშირად ირღვევა, … Continue reading

23/05/2013

რას ფიქრობენ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ახალციხეში?

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი დაესწრო. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ. მათ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ … Continue reading

23/05/2013

ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით პარლამენტს რეკომენდაციები გაეგზავნება

ასოციაცია „დეამ” ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სადისკუსიო შეხვედრა გამართა თემაზე – „ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური საკითხები”. შეხვედრას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.

22/05/2013

საირიგაციო წყალსაცავი, შესაძლოა ორი სოფლის დაპირისპირების მიზეზი გახდეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში გაშენებულ წყალსაცავთან დაკავშირებით, აზრთა სხვადსხვაობა გრძელდება. იმ ამბავმა, რომ აშენებული სისტემით მხოლოდ ხიზაბავრის მაცხოვრებლები ისარგებლებენ, სოფელ საროს მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

22/05/2013

ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება

ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება– ამის შესახებ დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მათი თქმით, მსგავსი დაწესებულების არსებობისათვის მუნიციპალიტეტი და მედიკოსები ერთობლივად იმუშავებენ. გარდა ამისა, დღესვე დეპუტატებისათვის ცნობილი გახდა, რომ 2013 წლისათვის … Continue reading

22/05/2013

რას ფიქრობენ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე მესხეთში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დაკავებულია.  საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა, რომელიც ოთხ საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მისი დაკავებით დასრულდა.

22/05/2013

ვანო მერაბიშვილი დაკავებულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი დაკავებულია. საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა, რომელიც ოთხ საათს გრძელდებოდა, მისი დაკავებით დასრულდა. პროკურატურის ცნობით, მერაბიშვილმა 5 მილიონი ლარი რამდენიმე ათეულ პირს … Continue reading

21/05/2013

კლუბის შენობაში შეხიზნული ჩოქურების ოჯახი

ჩოქურების სამ სულიანი ოჯახი მეშვიდე თვეა სოფელ ფერსის სასოფლო კლუბში ცხოვრობს. საკუთარი სახლიდან მეწყერის გამო იძულებით გასახლებული ოჯახი ნოემბრის შემდეგ მძიმე სოციალური პირობებიდან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს. დაზარალებული  ოჯახი დანგრეული … Continue reading

21/05/2013

თათბირზე დასახელებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა გამგეობის პირველ პირთან  ტერიტორიულ გაერთიანებებში არსებული პრობლემები განიხილეს. ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ თათბირზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მოსახლეობის სახელით მათ ძირითადად სასმელი წლის სისტემის მოწესრიგება სთხოვეს. ასევე ისაუბრეს … Continue reading

21/05/2013

ახალციხეში შიდსით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  საქართველოში  შიდსით დაღუპულთა ხსოვნის კვირეული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ვორდვიჟენ საქართველოს ორგანიზებით, ახალციხეში სხვადსხვა ღონისძიებები მოეწყო. ახალგაზრდული ცენტრის ფორუმისა და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა, მესხეთის … Continue reading

21/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე