”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გაგრძელდება?!

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები. გაზიფიცირების პროცესი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე,  ოქტომბრის თვეში შეჩერდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს: საროსა და ხიზაბავრას,   ბუნებრივი აირი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიეწოდებოდა.

12/06/2013

როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ყოფილი პატიმრები

საყოველთაო ამნისტიის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა. მათი ნაწილი დღეს ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი დასაქმება და საზოგადოებაში რესოციალიზაციაა.

11/06/2013

მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების ნაწილი განახევრდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმების ნაწილი განახევრდება. ამის შესახებ, საქართველოს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ცინცაძემ, პრესასთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ ცვლილებებს ახალციხელი მძღოლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, 125 -ე … Continue reading

11/06/2013

გაუგებრობით შეფერხებული ვაქცინაცია სოფელ ანში გაგრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის პირველი პირისა და ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულების მორიგი შეხვედრა გაიმართა. თათბირის ძირითადი განსახილველი თემები, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოში შექმნილი გაუგებრობა და ახალციხეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო … Continue reading

11/06/2013

ახალციხეში ცნობილი კომპოზიტორების საღამო გაიმართა

კახა ცაბაძისა და ელიზბარ ლონდარიძის შემოქმედება დღეს ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა თავად ავტორებისათვის შეასრულეს. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სტუმრობა მათ ღონისძიებით აღნიშნეს და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები აჩვენეს. ღონისძიებაზე საფორტეპიანო ნაწარმოებები და … Continue reading

11/06/2013

აბასთუმანში ისტორიული შენობები ნგრევის პირასაა

აბასთუმნის მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოითხოვს. კურორტზე არსებული შენობები, რომლებიც ,,წითელ წიგნშია” შეტანილი, ნგრევის პირასაა. დროთა განმავლობაში დაზიანდა ხის შენობების ფასადები, კედლები და სახურავი. ადგილობრივების თქმით, ყველა ისტორიულ სახლში წვიმის … Continue reading

11/06/2013

“ექოს” მთავარი თემები დღეს

საინფორმაციო გამოშვებაში დღეს იხილავთ შემდეგს:

11/06/2013

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. საინფორმაციო ცენტრების მონაცემებით, ტურისტების რიცხვმა იმატა ახალციხის ციხეში. ბორჯომში კი გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 700-მდე ადამიანითაა გაზრდილი. რეგიონში ვიზიტორების … Continue reading

11/06/2013

ახალგაზრდებმა გენდერის საკითხებზე შეხვედრა გამართეს

რამდენად აქტიურები არიან ქალები საქართველოში, როგორია გენდერული თანასწორობის ხარისხი და რამდენად ჩართულები არიან მანდილოსნები პოლიტიკურ საქმიანობაში-ეს საკითხები ახალციხის პირველი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა,  დემოკრატ ქალთა საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს. … Continue reading

10/06/2013

3 თვიანი ლოდინის შემდეგ მოსახლეობას გამგეობაში გაგზავნილ წერილებზე უპასუხებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის მიერ გაგზავნილ, იმ წერილებზე დაიწყო პასუხის გაცემა, რომელიც 3 თვის მანძილზე უპასუხოდ იყო დარჩენილი.

10/06/2013

ახალციხელმა მოსწავლეებმა ტაო–კლარჯეთი ფირზე აღბეჭდეს

შთაბეჭდილებები ტაო-კლარჯეთზე. დღეს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებისა და პედაგოგებისათვის, ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე ფილმის ჩვენება მოაწყეს, რომელიც ახალგაზრდებმა თავად გადაიღეს.

10/06/2013

ტელეოპერატორის პირველი პერსონალური გამოფენა

სერგეი ფიდანიანმა პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ტელეკომპანია ,,მე–9 არხის” ოპერატორმა საკუთარი ნამუშევრები დღეს ფართო საზოგადოებას გააცნო. თბილისში, ეროვნული საჯარო ბიბიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, ფოტოგრაფმა ფსიქოლოგიური პორტრეტები და სოციალური თემატიკა წარმოადგინა.

10/06/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე