”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელობას, მძლეოსნობაში შეჯიბრი მიეძღვნება

30 ივნისს,  მძლეოსნობაში შეჯიბრი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც  მძლეოსნობის სამცხე–ჯავახეთის  ფედერაციაა. შეჯიბრში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეებს მაისურები დაურიგდებათ. სპორტული ღონისძიება სტარტს 11–ის ნახევარზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. გამარჯვებულები … Continue reading

29/06/2013

მესხეთში ხვალ ახალციხელობას იზეიმებენ

30 ივნისს,  ახალციხელობასთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა  ღონისძიება იგეგმება. 9–დან   11:30 საათამდე შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისი აღევლინება,  ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი … Continue reading

29/06/2013

სამართალდამცავებმა ვაჰაგან ჩახალიანის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა 28 ივნისს, ნინოწმინდაში,  ,, ჯავახკის” აქტივისტის,  ვაჰაგან ჩახალიანის ძმა დააკავეს. არმენ ჩახალიანთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, ისინი პოლიციამ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა. ,, ვაჰაგან ჩახალიანის ძმა და კიდევ 4 … Continue reading

29/06/2013

სამთვიანი ურთიერთბრალდებები ბრალეულობის გარეშე

სამშენებლო კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სამთვიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე გადახდილი კორპუსის სახურავთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია.

29/06/2013

სხვილისის ბიბლიოთეკიდან წიგნები ახალციხეში გადმოიტანეს

    წიგნები,  რომელიც განადგურების პირას იყო სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკიდან დღეს,  ახალციხეში გადმოიტანეს.  ამჟამად, სახელმძღვანელოები მეექვსე საჯარო სკოლაში ინახება. დირექტორის თქმით, სხვილისიდან წიგნების გადმოტანა სკოლის სახსრებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით … Continue reading

28/06/2013

“საქართველოს კარიტასის” მედიკოსები კვალიფიკაციას ახალციხეში იმაღლებენ

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი”  ახალციხეში მედიკოსებთან შეხვედრას მართავს, რომელსაც ადგილობრივი ექიმების გარდა, თბილისიდან მოწვეული „კარიტასის”პერსონალიც ესწრება. მედიკოსები ორი დღის განმავლობაში აივ ინფექციასა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს განიხილავენ.

28/06/2013

ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურს 13–მდე თანამშრომელი შეემატება

   ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას 13–მდე თანამშრომელი შეემატება–ამის შესახებ ცნობილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დღეს გახდა, რასაც დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს. „სახანძრო–სამაშველო სამსახურში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობიდან … Continue reading

28/06/2013

გურამ კუტალაძე– ,,რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს“

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის, კონკურსში მონაწილეობას 2 კანდიდატი მიიღებს.  უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად  მერაბ ბერიძე და  გურამ კუტალაძე იბრძოლებენ.  რექტორის არჩევნები 3 ივლისს ჩატარდება, როგორც ერთერთი კანდიდატი გურამ … Continue reading

28/06/2013

გასართობი საშუალებების ბიზნესი ახალციხეში

ახალციხის ცენტრალურ პარკში  როგორც უფასო, ასევე ფასიანი  გასართობი საშუალებები არსებობს. მცირე ბიზნესმენები  ველოსიპედებს, მანქანებსა და  ბატუტს აქირავებენ, რის გამოც, ბავშვები და ახალგაზრდები დღის უმეტეს ნაწილს სკვერში ატარებენ.

28/06/2013

ასპინძის ქუჩის სახურავებთან დაკავშირებით, გამოძიებამ ბრალეულობა ვერ დაადგინა

    ახალციხეში ასპინძის ქუჩის სახურავგადახდილ მრავალსართულიან შენობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადახურავს. დღეს, საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით, არცერთ მხარეს არ დაეკისრა. ამის გამო, … Continue reading

28/06/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ამ დროისათვის დეპუტატები და ხელმძღვანელი პირები სიახლეებს ამტკიცებენ. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამსახური ოფიციალურად გაუქმდა. გარდა ამისა, ყალიბდება იურიდიული სამსახური, რომელსაც … Continue reading

28/06/2013

მოსთხოვა თუ არა ასპინძის გამგებელმა თანამშრომლებს განცხადებების დაწერა ?!

,, ასპინძის გამგებელმა ხელმძღვანელ პირებს: ირაკლი ველიჯანაშვილს, საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსს; მამუკა ხიზაძეს– ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს; ლევან ბერიძეს გამგებლის მეორე მოადგილეს, სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა … Continue reading

27/06/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე