”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტიქიამ სოფელ პტენაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი პტენა გუშინ, დაახლოებით 23:00 საათისთვის ძლიერად დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ ხეხილი, ნათესები და ნარგავები მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. “დამტვრეული კრამიტი ძირს ყრია, ყურადღებას არავინ … Continue reading

17/07/2013

ვაჟა ჩიტაშვილი: ,,მარგველაშვილი ბაქრაძეს კონკურენციას ვერ გაუწევს”

კოალიცია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს  განათლებისა და მეცნიერების  ახალი მინისტრი დაასახელა და  დაკავებული თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი  მარგველაშვილმა დღესვე  წინა საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებაც ისაუბრა.  საპრეზიდეტო კანდიდატები უკვე დასახელდნენ … Continue reading

17/07/2013

სასამართლომ ხვედელიანის გათავისუფლების შესახებ სამოტივაციო ნაწილი პროკურატურას გადასცა

 ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, საოლქო პროკურატურას უკვე გადასცა. ” სამოტივაციო ნაწილი ხვედელიანისა და … Continue reading

17/07/2013

კანონში პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვის პრინციპი იდება

 პოლიციის სისტემის დეპოლიტიზირების მიზნით, კანონში ახალი პრინციპი – პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვის პრინციპი იდება. პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი ამბობს, რომ პოლიციელმა საკუთარი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს უპარტიობის პრინციპის დაცვით და არა აქვს … Continue reading

16/07/2013

თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონი მკაცრდება

თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ხვალ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და … Continue reading

16/07/2013

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. “ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს … Continue reading

16/07/2013

რწმუნებულების ურთიერთბრალდებები და ბარათების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო  სამუშაოების  დიდი ნაწილი დასრულებულია.  სახელმწიფოს დახმარება, კი, რომლითაც ყველა გლეხს უნდა ესარგებლა, ზოგიერთისთვის უშეღავათო აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტის 409 მაცხოვრებელი სასოფლო–სამეურნეო ბარათების გარეშე დარჩა.   რამ გამოიწვია  პროცესის  გაჭიანურება … Continue reading

15/07/2013

კონფერენცია ,,უნიმედი სამცხეში”

12 ივლისს ონკოლოგიურ დაავადებებზე  ახალციხელმა  და კლინიკა მედულას ექიმებმა ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრა „უნიმედი სამცხეში” გაიმართა, რომელსაც ორგანიზება კლინიკა მედულას წარმომადგენლებმა გაუწიეს. მონაწილეებმა აღნიშნეს,  რომ მსგავსი სახის კონფერენცია მათ პროფესიულ წინსვლას … Continue reading

15/07/2013

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. რატი ჯაფარიძემ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მოინახულა და მათ საქმიანობას გაეცნო. ახალგაზრდები ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში 3 დღეა იმყოფებიან.

15/07/2013

აწყურში მდგომარეობა უარესდება

აწყურში მეწყერით დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელი ქირის გადახდას გაუგრძელებს. რვა ოჯახი რომელიც ერთი წლის წინ მეწყერის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, აწყურში … Continue reading

15/07/2013

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, წინა კვლევის მსგავსად, პატრიარქს აქვს – ილია II გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს. კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა … Continue reading

15/07/2013

ტაბაწყურის გაყიდული ტბა და მოსახლეობის პროტესტი

გაყიდული ტბა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს ფორმალურ აუქციონზე გაყიდული ტბა ამ დროისათვის კერძო საკუთრებაშია, რომლის მეპატრონეც … Continue reading

13/07/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე