”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“განრიდების პროგრამის” პრეზენტაცია ახალციხეში

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირში „განრიდების პროგრამის” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები დაესწრნენ. ახალგაზრდებს პროგრამის მნიშვნელობა ორგანიზაციიის ადვოკატმა განუმარტა.

25/07/2013

მიიღე მონაწილეობა ,,მესხურ ფესტივალში” და გახდი ქველმოქმედი

3 აგვისტოს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ,,მესხური ფესტივალი 2013″ გაიმართება. შემოგვიერთდი და გახდი ქველმოქმედი!

24/07/2013

ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებებლი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები გამოავლინა, როგორც აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ,  30–მდე  ინდმეწარმე და შპს სამშენებლო კომპანიები მას შემდეგ დაიწყებენ სამუშაოების განხორციელებას, როდესაც გამგეობაში შესაბამის  … Continue reading

24/07/2013

აბასთუმანის გოგირდის აბანოებში თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

კურორტ აბასთუმანში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოებში, თურქეთის მოქალაქე დაიღუპა.როგორც ახალციხის რაიონულ პროკურატურაში ამბობენ, გოგირდის აბაზანაში შესვლისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

24/07/2013

ურთიერთობა საბანკო სექტორთან და დაყადაღებული ქონება

პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია პროექტი, რომლის საფუძველზეც, სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე შეჩერდება. ცვლილებები “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში და “სამოქალაქო კოდექსში” შედის. პროექტის ავტორი ადამიანის … Continue reading

24/07/2013

სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების … Continue reading

23/07/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

    ახალციხის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები  უკვე შეარჩია. მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის განხორციელება  ახლომომავალში დაიწყება. რამდენი ინდივიდულაური მეწარმე და შპს შეარჩია ადგილობრივმა … Continue reading

23/07/2013

მარტოხელა დედებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონპროექტი შემუშავდა

ოჯახური ძალადობა და ,,მარტოხელა დედებისათვის ” აუცილებელი პირობების შექმნა- ამ თემებზე  ,,სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებაში” იმსჯელეს.  თვითმმართველობის,   არასამთავრობო და იურიდიული სექტორის წარმომადგენლებმა ახალი კანონპროექტი განიხილეს.

22/07/2013

აბასთუმნის აბანოებში თურქეთის მოქალაქე დაიღუპა

დღეს კურორტ აბასთუმანში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოებში, თურქეთის მოქალაქე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს  აუზში ჩასვლისთანავე გულის შეტევა  დაემართა, რამაც მისი  გარდაცვალება გამოიწვია. ,,ამბობენ, რომ თურქეთის მოქალაქეს … Continue reading

22/07/2013

უტყისუბნის გაქვავებულ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება

უტყისუბნის გაქვავებულ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ უნიკალურ მასივს სახელმწიფო დაიცავს. აღნიშნული ადგილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

22/07/2013

ახალციხის ,,მეცხრე არხის” წარმატებული ისტორია

„წარმატებული  ისტორია ახალციხის მე-9 არხზე” -ასე ეწოდა ფილმს, რომლის გადაღება ადგილობრივ ტელეკომპანიაში დასრულდა. პროექტი USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა  და 22 რეგიონული მაუწყებლიდან მხოლოდ ახალციხის ტელევიზია შეირჩა.

22/07/2013

იშხნის სარესტავრაციო პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა

კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა დღეს სამინისტროში ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატებით დასრულდა. მიზანდარის თქმით, ამ ეტაპზე, … Continue reading

22/07/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე