”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 რამდენიმე წუთის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “მოგახსენებთ რომ,გუშინ ოთხ სექტემბერს მოქალაქე მამუკა ნასიძემ ადგილობრივი პრესის საშუალებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მისამართით სრულიად აბსურდული განცხადებები გაავრცელა.როგორც … Continue reading

05/09/2013

მამუკა ნასიძის ბრალდებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ

შ.პ.ს. “ლაბა პლუსის” ხელმძღავანელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტრაქტორის მითვისებაში ადანაშაულებს. აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ, რომ ამ ტექნიკასთან  “ლაბა პლუსს” კავშირი არ აქვს. აღნიშნული ტრაქტორი ოფიციალურად  სამხარეო რწმუნებულის აპარატმა თვითმართველობას მთებში მისასვლელი … Continue reading

04/09/2013

ახალციხელმა მილიონერმა კუთვნილი ჩეკი მიიღო

ახალციხელ მილიონერს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს სიმბოლური ჩეკი გადასცეს. 30 აგვისტოს ჯეკპოტი 1 293 279 ლარი გათამაშდა, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა სარქის გრიგორიანმა მოიგო. იგი ოჯახთან ერთად უკვე წლებია მცირე ბიზნესს … Continue reading

04/09/2013

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დღეს მუშები გაიფიცნენ. სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ, ხელმძღვანელობა  კი აღნიშნულ საკითხზე მათთან არ საუბრობს.

04/09/2013

სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადამამუშავებელი ქარხანა შენდება

  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელი ქარხანა აშენდება. ახალი ქარხანა კერძო ინვესტორის ინიციატივით შენდება და მასში ორმოცდაათამდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. სამუშაო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა დაათვალიერა. … Continue reading

04/09/2013

ჯაყელის ქუჩაზე რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ,,ქალები ირჩევენ” ფარგლებში, ტელეკომპანია ,,მე-9 არხის” ეთერში გასული გადაცემის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თანხა გამოყო. საინფორმაციო ჯგუფი აღნიშნული საკითხით რამდენიმე თვის … Continue reading

03/09/2013

სამცხე-ჯავახეთს ძლიერი სტიქია არ ემუქრება

4 სექტემბრიდან სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძლიერ წვიმასთან ერთად მოსალოდნელია წყალდიდობაც.

03/09/2013

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ჯიშების განაშენიანება იწყება

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ჯიშების აღდგენის პროცესი დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  გააკეთეს. ხელმძღვანელთა თქმით,  მოსახლეობას  ვაზის გამოყვანილი ჯიშები სურვილისამებრ უფასოდ დაურიგდება. იმ შემთხვევაში, თუკი  პროექტი გაამართლებს, მოსავლის  რეალიზაციას … Continue reading

03/09/2013

მინარეთის დემონტაჟზე პარლამენტში იმსჯელებენ

 ადიგენის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი უახლოეს დღეებში პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდება. საკითხს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ჭელას ინციდენტის პარლამენტში განხილვის ინიციატივით … Continue reading

03/09/2013

სოფელ ტყემლანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაგვიანდა

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან და  სამსხურების ხელმძღვანლებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

03/09/2013

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. ამასთან დაკავშირებით სასწავლებლში ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დაწყება დაწესებულების რექტორმა მიულოცა და  გასული წლის წარმატებული ახალგაზრდები სიგელებით დააჯილდოვა.

02/09/2013

მალხაზ ჟუჟუნაძე ,,ქართული ოცნების” ახალციხის შტაბს უხელმძღვანელებს

,,ქართულ ოცნების“ ახალციხის  საარჩევნო შტაბი განახლებული შემადგენლობით  ჩამოყალიბდა. კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციას ამიერიდან მალხაზ ჟუჟუნაძე უხელმძღვანელებს. ახალი თანმდებობის გამო მან ახალციხის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოსტი ორ თვე ნახევრით დატოვა. მალხაზ ჟუჟუნაძესთან … Continue reading

02/09/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე