”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სლოვაკი ინვესტორები და ქართველი მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

სლოვაკი ინვესტორები ბორჯომის მუნიციპალიტეტით დაინტერესდნენ. დღეს ისინი საკურორტო ქალაქს ქართველ მინისტრებთან ერთად ესტუმრნენ.  მათ ლიკანში მდებარე  რომანოვების საგვარეულო რეზიდენცია დაათვალიერეს და სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს. ბორჯომის შემდეგ დელეგაციამ ბაკურიანში გადაინაცვლა, სადაც … Continue reading

08/11/2013

ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ეხმაურება

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას ეხმაურება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანის განცხადებით, კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შურისძიების იარაღად აქცია. ვანო მერაბიშვილის განცხადებას … Continue reading

08/11/2013

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან დღეს შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე უმთავრეს საკითხად განიხილება ახალი ამბულატორიების ასაშენებლად მუნიციპალიტეტებში მიწების გამოყოფისა და შესაბამისი კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხი. განხილვის … Continue reading

08/11/2013

ბორჯომში ტყისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებაზე იმსჯელეს

ტყისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნება,  მათი გაუმჯობესება,  რესურესების რაციონალური და ეფექტური გამოყენება – ამ  საკითხებთან დაკავშირებით ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი გაიმართა.  შეხვედრას, რომელიც ოთხ ეტაპად წარიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რეგიონული სატყეო … Continue reading

08/11/2013

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ექსპერტებს თვითმართველობის კოდექსი გააცნო.  დავით ნარმანიას განმარტებით აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება გაძლიერდება.

08/11/2013

რას ფიქრობენ მთავარი პროკურორის გადადგომაზე ახალციხეში

არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი საგანგებო ბრიფინგზე გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურორმა გადადგომის მიზეზად, სამოქალაქო სექტორში გადასვლისა და  ამ სფეროში, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობის სურვილი დაასახელა.

08/11/2013

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობის მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი პრეზიდენტობის ექსკლუზიურ უფლებას იყენებს: “ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ უარს … Continue reading

08/11/2013

ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იწყება

ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონს მალე მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება. გარდა ამისა, იგეგმება მისი რეაბილიტაცია. დღეს ამ საკითხზე ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომომადგენლებთან ერთად იმსჯელა.  

07/11/2013

თემურ ყვითელაშვილმა ახალციხეში კონცერტი გამართა

ვირტუოზმა  გიტარისტმა  – ახალციხისა და თბილისის საპატიო მოქალაქემ  მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში  ადგილობრივებისთვის კონცერტი გამართა. თემურ ყვითელაშვილმა მაყურებლისათის ის 11 კომპოზიცია შესარულა, რომელიც მის ახალ ალბომშია შესული.

07/11/2013

არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ტოვებს

არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რატომ მიიღო ესგადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ნახეთ “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე.

07/11/2013

ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა

ახალციხის რაიონული პროკურატურის ინიციატივით,  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ახალციხის სპორტსკოლაში, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.  

07/11/2013

საბავშვო ბაღების საწვავი შეშით მომარაგება დაიწყო

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საწვავი შეშით მომარაგება ხვალიდან დაიწყება. ადგილობრივი თვითმართველობიდან  დაწესებულების გათბობისათვის 18000 ლარი უკვე გმოყოფილია და 11 საბავშვო ბაღი 250 კუბამეტრით  შეშით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო ნოემბრის თვიდან ადგილობრივი ხელისუფლება … Continue reading

07/11/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე