”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ეს არ იყო მუქარა, ეს იყო გაფრთხილება” – ინციდენტი ახალციხის 30–ე საარჩევნო უბანზე

ახალციხის #30 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლის დროს, მათთან უცხო პირი მივიდა და კენჭისყრის შენობაში შესვლას შეეცადა.

აბათხევის 25–ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი უბნის შედეგები მიიტანეს. #25–ე აბათხევის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. 

ხმაური ახალციხის მესამე უბანზე

ხმაური იყო ახალციხის მესამე საარჩევნო უბანზე.  სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო უბნიდან “ოცნების” წევრების მეორე სართულზე ასვლამ გამოიწვია.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს

ახალციხე–ადიგენის ოლქში ხალხის რჩეულის სტატუსის მოსაპოვებლად 9 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნებზე მიმდინარე აგიტაცია და საჯარო მოხელეების მხრიდან დარღვეული კანონი – ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომლის შესახებაც ოპოზიციური … Continue reading

ახალციხის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

ახალციხის პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად 5 კანდიდატია რეგისტრირებული. ვინ გახდება ახალციხელების რჩეული დღის ბოლოს გაირკვევა. მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს, ცვლილებებსა და მშვიდობას მისცეს.

“კამერას დაგიმტვრევ” – “ოცნების” წევრების მუქარა ჟურნალისტების მისამართით

ახალციხის #2–ე საარჩევნო უბანზე  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დამკვირვებლებს, მმართველი ძალის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. “ოცნების” მხარდამჭერები უბანზე დილიდან იმყოფებოდნენ. ისინი იმ ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ, რომლებიც უბანზე მიდიოდნენ. აღნიშნულმა პირებმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი … Continue reading

,,ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ

,,ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიებით იმყოფებიან და უბანზე მისულ მოქალაქეებს ინიშნავენ. პოლიტიკური პარტიის წარმომადენლების თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი თითქმის ყველა უბანზე აქვს.  ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე

ნუგზარ პარუნაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ეს არ ეკადრება, არის პირდაპირი ზეწოლა ამომრჩეველზე“

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა სიკეთესა და ცვლილებებს მისცა. ნუგზარ პარუნაშვილმა იმ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მისი თქმით, საჯარო მოხელეები სჩადიან.

შალვა გოგოლაძე: “ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს მივეცი”

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. შალვა გოგოლაძემ ხმა 28–ე ახალციხის უბანზე მისცა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 8,34 % შეადგინა – ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით გააცნო. ცესკოს ინფორმაციით, აქტივობამ მოცემული დროისთვის 8,34 % (292 957ამომრჩეველი) შეადგინა.

“ქართული ოცნების” კანდიდატი ხმის მისაცემად, უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, საკუთრი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. გიორგი კოპაძემ ხმა ახალციხის 28–ე უბანზე მისცა.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ახალციხეში ერთი დარღვევა დააფიქსირა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“–მ ახალციხეში ერთი დარღვევა დააფიქსირა. #24–ე უბანზე ამომრჩეველი სააგიტაციო მასალით მივიდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე