”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ენდელაძეების ოჯახი გარდაცვლილი შვილის ექსპერტიზის პასუხების ნახვას მოითხოვს

    ვარხანში მცხოვრები ენდელაძეების ოჯახისათვის შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. გვამის, ტანსაცმლისა და მანქანის საღებავის ექსპერტიზის პასუხები მათი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურამ ოჯახს არ გააცნო. ენდელაძეების თქმით, ექსპერტიზის პასუხებს ისინი … Continue reading

31/03/2014

ახალციხელმა მედიის წარმომადგენლებმა ტოლერანტობაზე იმსჯელეს

დისკრიმინიაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, ტოლერანტობის კულტურისათან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები-ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ახალციხეში დისკუსია გაიმართა. შეხვედრა “დემოკრატ მესხთა კავშირში” შედგა სადაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და მომავალი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. … Continue reading

31/03/2014

მარინა ზედელაშვილი “ყველა მესხ ჟურნალისტს ეკუთვნის ეს წოდება”

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის „მესხეთის უნივერისტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. მარინა ზედელაშვილს ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა სიგელი გადასცა. 

31/03/2014

კლინიკა “ჰემა”–მ ახალციხელ ექიმებს გამოცდილება გაუზიარა

სამცხე–ჯავახეთის მხარეში მომუშავე თერაპევტებს, ოჯახის ექიმებს, კარდიოლოგებსა და გინეკოლოგებს კლინიკა „ჰემა”-ს ექიმებმა სპეციალურად გამართულ სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე სისხლის სისტემის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და ონკოლოგიური პრობლემები … Continue reading

31/03/2014

პრემიერ მინისტრმა გუბერნატორებისაგან სამთვიანი მუშაობის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, გუბერნატორების სამთვიანი მუშაობის ანგარიში განიხილეს. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ რაიონში არსებული … Continue reading

31/03/2014

ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ახალციხის ციხეში ახალი ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, კომპლექსში ღონისძიება გაიმართა.

31/03/2014

ახალციხეში დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა

    დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები ახალციხის საჯარო სკოლებიდან დირექტორობის ორმა მსურველმა ჩააბარა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოცდაში 96 ქულა აიღო. მაკა ჯანაშვილის ტესტირების შედეგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე … Continue reading

31/03/2014

ახალქალაქში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი ქალი დააკავეს

       შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიულნარა მ. პროსტიტუციისთვის … Continue reading

31/03/2014

7 თვითმმართველ ქალაქში თითო მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება

თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე,  სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში … Continue reading

29/03/2014

ინცინდენტი ,,ახალციხის ციხეზე” ტურისტული სეზონის საზეიმო გახსნის დროს

  ამ წუთებში, ,,ახალციხის ციხის” ტერიტორიაზე  ანსამბლ ,,რუსთავის” კონცერტი მიმდინარეობს, რაც ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონის გახსნას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ  კი კონცერტის პარალელურად, ,,ახალციხის ციხეზე” მცირე ინცინდენტი მოხდა, ,,ნაციონალური მოძრაობის” … Continue reading

29/03/2014

სოფელ თისელში ნანგრევებად ქცეული ტაძარი აღდგება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში ნანგრევებად ქცეული გუმბათოვანი ტაძრის აღდგენა იწყება. ეკლესიას გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაუტარდა. მისი რეაბილიტაციისთვის პროექტი მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტებმა, მემკვიდრეობის სააგენტოსა და კულტურისა და … Continue reading

28/03/2014

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება

საქართველოს ბერძნულ–რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. დღეს სპორტსმენებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ფორმები გადასცა და ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ეკიპირების გადაცემის ცერემონია ბორჯომში სასტუმრო ოლიმპში გაიმართა. სპორტული … Continue reading

28/03/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე