”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარამდე შეადგინა

     ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარი შეადგინა. წყალდიდობის შედეგი სპეციალურმა კომისიამ ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის კუთხით შეისწავლა. კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მუნიციპალიტეტმა 85 000 ლარით იზარალა. … Continue reading

16/05/2014

ადიგენმა სოფლის მეურნეობის კუთხით 39 000 ლარამდე იზარალა

    ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაადგინეს. მთლიანობაში სასოფლო–სამეურნეო ნათესები დაახლოებით, 4,5 ჰექტარ ფართობზე განადგურდა.  ადიგენის გამოგეობაში შექმნილი კომისიის წარმომადგენლის გურამ ბოჩიკაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის … Continue reading

16/05/2014

16 მაისის “ექოს” ანონსი

სიის პირველი ნომრები, მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები – იცნობენ თუ არა მათ ახალციხეში? დღეიდან ამომრჩევლები ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას  შეძლებენ.

16/05/2014

ტარიელ ლონდარიძის განცხადება სტიქიასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

ასპინძისა და ადიგენის   მუნიციპალიტეტებში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან. დაბებსა და სოფლებში გამგეობის თანამშრომლები დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვას აწარმოებენ. პარალელურად მიმდინარეობს ქვა-ღორღისაგან  გზების გაწმენდა.

15/05/2014

მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდების ჩაბარებას 21 მაისიდან დაიწყებენ

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებისათვის მზადება დაიწყო.  ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის თქმით, მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება.

15/05/2014

გელა დემეტრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა

ახალციხის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  დღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გელა დემეტრაძემ იმ პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც  მისი მერად არჩევის შემთხვევაში იგეგმება. როგორც … Continue reading

15/05/2014

თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხეში ქალბატონებმა იმსჯელეს

რატომ უნდა ავირჩიოთ ქალი თვითმართველობის არჩევნებში, როგორი იქნება მანდილოსნის როლი პოლიტიკაში–ამ და სხვა  მნიშვნელოვან საკითხებზე  აქტიურმა ქალებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული თანასწორობის ეროვნულმა ქსელმა” გაუწია. … Continue reading

15/05/2014

კვლევის მიხედვით, ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის გიორგი კოპაძე ლიდერობს

გიორგი კოპაძე 30%, გელა დემეტრაძე 15,55% ოლეგ სანდროშვილი 0,1%, გოჩა ათოშვილი 2,5%, თამარ გოგოლაძე 3,4%, ჯიმშერ გოგოლაური 3,1%, გენადი ენდელაძე 7,2%,  ქეთევან ხმალაძე 8% – ასეთია მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგი, … Continue reading

15/05/2014

16 მაისიდან ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო ბარათების დარიგება იწყება

  ცესკომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო … Continue reading

15/05/2014

15 მაისის “ექოს” ანონსი

1. ახალციხის საარჩევნო უბებზე პირველი სხდომები იმართება; 2. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანიდიდატის წინასაარჩევნო კამპანია; 3. საატესტატო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო.

15/05/2014

ძლიერმა წვიმამ ადიგენში ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დააზიანა

ასპინძის შემდეგ , სტიქიამ რეგიონის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ადიგენში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა, დაზიანებულია სოფლებში მისასვლელი ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივ ხელისუფლებაში შქმნილი კომისია ზარალის დათვლაზე მუშაობს.

14/05/2014

ანსამბლი “თამარიონი” 20 წლისაა

ანსამბლი „თამარიონი“ ოცი წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ღონისძიება მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართა. მონაწილეებმა მაყურებელს ყველა ის ტრადიციული სიმღერა შესთავაზეს, რომელსაც „თამარიონი“ წლების განმავლობაში  ასრულებდა.

14/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე