”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც. 

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადება მოხის სადავო შენობაზე

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პრესკონფერენციაზე შენობაში მუსლიმი მრევლის თვითნებურად შესვლაზე ისაუბრა და შესაბამის სტრუქტურებს მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დაცვა სთხოვა. 

“ფიცრულში” მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

სოფელ არალში მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ მას 22 ლარიანი დამხმარება შეუწყდა. 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ფიცრულში ცხოვრობს. 

14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

“დიალოგი” – 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, თუმცა N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ინიშნება. როგრორ ჩაიარა არჩევნებმა და რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს – პოლიტიკოსებისა და … Continue reading

ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში დუალური სწავლების დანერგვა იგეგმება

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,  ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარში” დუალური სწავლების დანერგვა იგეგმება რაც სამუშაო ადგილზე სტუდენტების გადამზადებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. თავდაპირველად სწავლება მეხილეობასა და მეცხოველეობაში დაინერგება. ახალციხეში  ამ … Continue reading

არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გამოცხადდება

 არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გამოცხადდება. არჩევნებისთვის ისევ ემზადება #44–ე ახალციხის ოლქი. აქ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ხელახლა აირჩევენ. საარჩევნო მარათონი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება.

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სამცხე–ჯავახეთის სამივე ოლქში

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები სამცხე–ჯავახეთის სამი ოლქის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია.  

საფრანგეთის ელჩი ახალციხესა და ასპინძას ესტუმრა

საფრანგეთის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. პასკალ მენიეს ახალციხეში  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

სხვილისში მაღაზიის გაქურდვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ

სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს. პოზოიანების კუთვნილი ობიექტიდან 450 ლარამდე თანხა გაიტანეს.

ახალციხეში შაქრის დეფიციტია

ახალციხეში  შაქრის დეფიციტია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  20–30 თეთრით მოიმატა პროდუქტის ფასმაც.

ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა, ახალციხელებს, გაუმართლებლად მიაჩნიათ

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის წასვლა პოლიტიკიდან გაუმართლებლად მიაჩნიათ ახალციხეში. ირაკლი ალასანიას მიერ პარტიის დატოვებას გამოკითხულთა დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე