”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგად 1 343 000 ლარი იზარალა

  ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა უკვე დათვლილია. როგორც გამგებლის მოადგილე “მეცხრე არხთან”  განმარტავს ზარალის ოდენობამ 1 343 000 ლარი შეადგინა. ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში  ოქმები შედგება, … Continue reading

23/05/2014

24 მაისს ახალციხეში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან

   24 მაისს ახალციხეში საქართველოს პრემიერ მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. პრემიერის სტუმრობა ახალციხეში 16:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

23/05/2014

“ნაციონალური მოძრაობიდან” კანდიდატურა კიდევ ერთმა მაჟორიტარმა მოხსნა

“ინტენსიური ზეწოლის შედეგად, რომელსაც  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახორციელებდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ  უდეს მაჟორიტარობის კანდიდატმა რამაზ მერაბიშვილმა 22 მაისს  კანდიდატურა მოხსნა“–ამის შესახებ განცხადება,”ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, დღეს … Continue reading

23/05/2014

23 მაისის “ექოს” ანონსი

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ახალციხეში; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მინაძის #17 უბნისთვის ადგილმდებარეობის შეცვლას ითხოვს; ნიდერლანდების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა  ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთ  პუნქტზე იმსჯელეს.

23/05/2014

უკანონო სახერხი, ნაცემი ტყის მცველი და დაკავებული მოსახლეობა სოფელ ჭობისხევში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების და გარემოსდაცვითი … Continue reading

22/05/2014

14 წლიანი მშენებლობის შემდეგ ზიკილიაში ტაძარი გაიხსნა

კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში – 22 მაისს სოფელ ზიკილიაში ამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ  აღავლინა.

22/05/2014

თვითმმართველობის არჩევნებზე ოლეგ სანდროშვილი კენჭს ახალი პარტიიდან იყრის

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვა. ოლეგ სანდროშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს დეპუტატად პარტია ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზიდან” მე-3 მაჟორიტარულ ოლქში  იყრის. ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც 2005 წლიდან ,,კონსერვატიული … Continue reading

22/05/2014

რა გახდა უდეში მცხოვრები ქალბატონის მკვლელობის მიზეზი?

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  1963 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

22/05/2014

ახალციხელებმა თვითმართველობის კოდექსზე იმსჯელეს

თვითმართველობის სისტემაზე  და არჩვენების სტრუქტურაზე  დღეს ადგილობრივებმა  დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. ღონისძიებას ორგანიზება სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა” გაუწია, რომლის მიზანს საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოამდგენდა.

22/05/2014

მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ტესტები  ქართულ ენასა და ლირტერატურაში ჩააბარეს.  პროცესს მონიტორინგს ერთიანი ეროვნული გამოცდების  დამკვირვებლები უწევდნენ.

22/05/2014

სოფელ უდეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ … Continue reading

22/05/2014

ჭობისხევის ტყეში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

    შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება. ბორჯომის … Continue reading

22/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე