”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

1 ივნისს ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახური ბავშვებს ნაყინით უმასპინძლებს

პირველ ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის სამსახური პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდება. ბავშვთა საერთაშორისო დღეს აქცია ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორაზე ჩატარდება. კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის  განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღონისძიებების გამართვაც … Continue reading

29/05/2014

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი ახალციხეში

ოთხიდან შვიდ ივნისამდე ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება. მასში საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები ჩაერთვებიან.  ფესტივალი 4 ივნისს 14:00 საათზე ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება.

29/05/2014

შსს-ს ინფორმაციით ვალიკო ივანიძემ ქრთამის სახით 600 ლარი აიღო

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტას ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი … Continue reading

29/05/2014

აწყვიტის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დაკავებულია. ვალიკო ივანიძე სამართლადამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე  აიყვანეს. ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის შტ აბის  ფესიბუქის გვერდზე გავრცელდა, რასაც “მეცხრე არხთან” მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც … Continue reading

29/05/2014

29 მაისის “ექოს” ანონსი

ახალციხის მერობის კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამა; 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები; ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.

29/05/2014

საარჩევნო სუბიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს გაეცნენ

ადგილობრივ თვითმმართველობის კანონში შესული ცვლილებები და საარჩევნო სიახლეები – ახალციხეში დარეგისტრირებული პოლიტიკური კანდიდატებისათვის ტრენინგ-სემინარები გაიმართა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა იმ ცვლილებების შესახებ შეიტყვეს, რომლებიც  გამარჯვების შემთხვევაში მათ ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს.

29/05/2014

კავკასიური სახლის კიდევ ერთი აქტივობა ახალციხეში

რაბათის ისტორიულ კომპლექსში კულტურლი ღონისძიება გაიმართა. საესტრადო სიმღერები, მუსიკალური ნომრები, ფოლკლორული  და სამეჯლისო ცეკვები, აუდიტორიას ადგილობრივმა ანსამბლებმა წარუდგინეს. საღამო მიზნად  ეთნიკურად განსხვავებულ საზოგადოებას შორის კულტურული ღონიძიებით დიალოგის წარმართვას ისახავდა. მას … Continue reading

29/05/2014

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში მინა ჩაიმსხვრა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მინა ჩაიმსხვრა. როგორც თანამშრომლები ამბობენ 27 მაისს ფანჯარა გაიბზარა დღეს კი დაცვის წევრებმა  უსაფრთხოების მიზნით, ნამსხვრევები ჩამოყარეს. რამ  გამოიწვია მესამე სართულზე  მინის დაზიანება  ვერ აკონკრეტებენ. ახალციხის … Continue reading

28/05/2014

ახალციხის ბაღებში მონიტორინგი განხორციელდება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეში სწავლა ორშაბათიდან განახლდება – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნანა გელაშვილის თქმით, 21 მაისს, შენობებში ქლორის ხნარით დეზინფექცია ჩატარდა და ჰიგიენური ნორმები  შემოწმდა.   … Continue reading

28/05/2014

“მარუსია”

“მარუსია” – სერიალი. მალე. “მეცხრე არხის” ეთერში

28/05/2014

28 მაისი ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამა; საატესტატო გამოცდები და მასთან დაკავშირებული ხარვეზები; ახალციხელმა მძლეოსნებმა ბაქოში წარმატებით იასპარეზეს.

28/05/2014

პირველი სკოლის მოსწავლეები ავტოავარიაში მოყვნენ

   ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მაისს,  ღამით ავტოავარიაში მოყვნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მოსწავლეების ისხდნენ, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც … Continue reading

28/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე