”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნადირობის სეზონი გაიხსნა

   გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, … Continue reading

17/08/2014

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ნინო ბურჯანაძის გათავისუფლებას მოითხოვენ

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის ორგანიზაციამ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ნინო ბურჯანაძის გათავისუფლება მოითხოვა . ამასთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვანია, რომ მიმდინარე წლის 6 მაისს შემდგარი ყრილობა არალეგიტიმურია, რადგან საქართველოს … Continue reading

16/08/2014

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის ფედერაცია ყალიბდება

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის რეგიონული ფედერაცია ყალიბდება, რომლის მიზანიც მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარებაა. ფედერაციაში 6 –ვე მუნიციპალიტეტის პედაგოგები გაწევრიანდდებიან. მის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებებში სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები … Continue reading

16/08/2014

ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 16 აგვისტოს გაიმართა, საუბარი რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.  მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებისგან რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ შუალედური ანგარიშები მოისმინა.

16/08/2014

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალციხეში დისკუსია გაიმართა

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ოჯახში ძალადობის თემაზე დისკუსია გამართა. „მესხ ქალთა გაერთიანების“  წარმომადგენელმა აუდიტორიისთვის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ოჯახში ძალადობასა და ბავშვებზე მის ზეგავლენას შეეხო. რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ ეს … Continue reading

16/08/2014

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს

     განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს – სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების … Continue reading

16/08/2014

სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების შეკეთებას 15 000 ლარზე მეტი მოხმარდება

ახალციხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ერთ–ერთის თანახმად, 15 423 ლარი, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე უკვე გამოიყო,  სტიქიის შედეგების  აღმოფხვრას მოხმარდება.  საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუსხისა და ღრელის … Continue reading

16/08/2014

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ორი მოქალაქე : იოსებ და ბექა კალაიჯიშვილები. დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის … Continue reading

16/08/2014

მესხეთის თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა

მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ადგილობრივ მაყურებელს ერთი თვით დაემშვიდობა. თეატრალური სეზონი რიგით მეხუთე  პრემიერით დაიხურა. ჟან ანუის “ანტიგონეს” მიხედვით შექმნილი  ერთმოქმედებიანი ტრაგედია – ,,პოლინიკე, ანტიგონე, კრეონტი და  ჯალათი”  რეჟისორმა … Continue reading

15/08/2014

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის ოთხი უნივერსიტეტის 50–მდე სტუდენტმა მიიღო. სემინარის თემა რელიგიის ფილოსოფიული საფუძვლები იყო.

15/08/2014

გიორგი მარგველაშვილი: “პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დადგენილ ვადაში 5 წუთი იფიქროს თუ მეტი”

საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, რამდენ ხანში მიიღოს გადაწყვეტილება – ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს.  პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა.

15/08/2014

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

   ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს … Continue reading

15/08/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე