”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სომხეთის ელჩის ახალციხეში ვიზიტის დეტალები

სომხეთის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ახალციხეში– დღეს იური ვარდანიანი ქალაქს ესტუმრა და რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ცხოვრების მდგომარეობით დაინტერესდა. ელჩთან ერთად სათვისტომო მოინახულეს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრებმაც. სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან … Continue reading

04/12/2014

სასამართლომ ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ სცნო

   ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ სცნო და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. დაცვის მხარე  მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში … Continue reading

04/12/2014

„ახალციხე – სამცხე–ჯავახეთის ცენტრი“ – ალბომის პრეზენტაცია რაბათში

„ახალციხე –  სამცხე–ჯავახეთის ცენტრი“ – ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც ახალციხის ციხის ისტორიულ კომპლექსში გაიმართა. მას სასტუმროების მენეჯერები,  არასამთავრობო ორგანიზაციების, სომხური დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული პირები … Continue reading

04/12/2014

4 დეკემბრის “ექოს” ანონსი

1. უპატრონო ძაღლებისგან დაკბენის შემთხვევები ახალციხეში; 2. უზრუნველყოფილია თუ არა მუნიციპალიტეტი ტექნიკური მარილით? 3. რეგიონულ ტელეკომპანიებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიენიჭა.

04/12/2014

სამცხე–ჯავახეთის გუბენატორი სომხეთის ელჩსა და ეპისკოპოსს მასპინძლობს

    სამცხე–ჯავახეთის გუბენატორი აკაკი მაჭუტაძე სომხეთის ელჩს საქართველოში იური ვარდანიანს და ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს მასპინძლობს. შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. მათ ადგილობრივი ეთნიკური სომეხი მოქალაქეები ქალაქის შემოსასვლელში დახვდნენ. გუბერნატორთან … Continue reading

04/12/2014

მეექვსე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება

ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა თუმცა, მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება. მიზეზი სკოლაში არსებული გათბობის პრობლემაა. რამდენიმე დღეა დაწესებულება საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს და საგაკვეთილო პროცესი შემცირებულია. ახალციხის,  … Continue reading

03/12/2014

“მომავლის თაობა” – ახალი პროგრამა სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების  ახალი პროგრამის „მომავლის თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. მის მიზანს სამოქალაქო განათლების გაძლიერება წარმოადგენს. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, პროგრამაში  42 საჯარო სკოლა ჩერთვება.  სასწავლო დაწესებულებები  დამხმარე სახელმძღვანელოებს … Continue reading

03/12/2014

შოტოკან კარატე დოში სპორტსმენები ბაქოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან

შოტოკან კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენების მორიგი წარმატება რესპუბლიკურ ჩემპიონატზე.  დედაქალაქში ისრაელისა და საქართველოს დამეგობრების 26 წლისთავთან დაკავშირებით, ტურნირი გაიმართა.  ახალციხელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები აიღეს და თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. … Continue reading

03/12/2014

ადგილობრივი ხელისუფლების საჩუქარი შშმ პირებს

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით   ახალციხის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ შშმ პირებს ფულადი თანხა და საჩუქრები გადასცეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე … Continue reading

03/12/2014

რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს პეტიციით მიმართეს

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები  მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას მოითხოვენ. ისინი  საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის … Continue reading

03/12/2014

ახალციხეში ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა” ჯგუფი ჩამოყალიბდა

,,ახალგაზრდა უფლებადამცველები“  – ასე ჰქვია 12 წევრიან ჯგუფს, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამასთან დაკავშირებით, გუნდის წევრებმა მედისათვის  ბრიფინგი მოაწყეს.  როგორც ისინი ამბობენ, ,,აუდ“–ის შექმნის მიზანს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების … Continue reading

03/12/2014

ჯიმშერ გოგოლაურმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ქალაქ ახალციხის  საკრებულოს რიგით მე–10 სხდომა „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა პროტესტის ნიშნად  დატოვა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილი  თანხა ხელოვნურად არის გაზრდილი. იგი კონკრეტულად, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ხიდის შესახებ საუბრობს. … Continue reading

03/12/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე