”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნა. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. ქართველთა განმანათლებლის, წმიდა … Continue reading

27/01/2015

მებაჟე ოფიცრებმა 6 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ნინოწმინდა“ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ბულგარეთის მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, … Continue reading

26/01/2015

ბორჯომში ორი პოლიციელი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბორჯომში მცხოვრებ შალვა აბულაძეს ეძებენ, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს … Continue reading

24/01/2015

ახალციხის ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ანდასა და ანდრეაწმინდას დილის თერთმეტი საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო–პრო–ჯორჯიას” მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ  სოფლებში ელექტრო ბოძების რეაბილიტაცია და სადენების გამოცვლა მიმდინარეობს. ანდასა და ანდრეაწმინდაში სამუშაოების გამო … Continue reading

22/01/2015

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ისინი დგანან. შეხვედრაზე საუბარი იყო განათლების სფეროს რეფორმაზეც. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო … Continue reading

21/01/2015

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს–ს დაექვემდებარა

  სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს–ს დაექვემდებარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე უკვე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარე “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ  ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახური შსს–ს  დაქვემდებარებაში ოფიციალურად 10 იანვრიდან … Continue reading

21/01/2015

ახალქალაქში საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარება გააპროტესტეს

ორი ძირითადი პრობლემის მოგვარების მოთხოვნით  ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ახალქალაქის  ოფისმა საპროტესტო აქცია გამგეობასთან გამართა. პარტიის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ადგილობრივ თვითმართველობაში ჩატარებული, საჯარო მოხელეთა  კონკურსი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, საჯარო … Continue reading

21/01/2015

შსს–მ ახალციხეში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის … Continue reading

20/01/2015

სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი თემი განცხადებას ავრცელებს

სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი თემი საფრანგეთში  “შარლი ებდოზე” განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აცხადებს, საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთნ დაკავშირებით, მათ პოზიცია მუსლიმი თემის მოთხოვნით დააფიქსირეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, … Continue reading

19/01/2015

ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ისევე როგორც ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში, წირვა–ლოცვა ახალციხეშიც აღევლინა, რის შემდეგაც წყლი ეკურთხა. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ … Continue reading

19/01/2015

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 46 კონკურსანტი დასაქმდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში 46 კონკურსანტი დასაქმდება. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ პირთა  ვინაობა ცნობილია.  გასაუბრების პროცესზე გამოცხადებული 100 კონკურსანტიდან დადებითი შეფასება 46–მა მიიღო. მათგან 3 მუნიციპალიტეტის საკრებულოში, … Continue reading

16/01/2015

,,შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები შევიდა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა. სიახლების თანახმად, 3 კომპონენტად დაყოფილი ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი შეიცვალა და სახელმწიფო დაფინანსება  საბრუნავი საშუალებებისა და ძირითადი საშუალებებისათვის განისაზღვრა. როგორც სოფლის … Continue reading

16/01/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე