ჩაანაცვლა თუ არა კომპიუტერმა წიგნი? – ახალციხელების მოსაზრებები
ბეჭდური წიგნები თუ მათი ელექტრონული ვერსია? – ეს საკითხი დღეს საზოგადოებაში აქტუალურია. ჩაანაცვლა თუ არა კომპიუტერმა წიგნი და რა ჟანრს კითხულობენ ახალგაზრდები? – აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხეში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. რომელ … Continue reading
ახალციხის ,,ლიდერთა სახლმა” ,,მე–9 არხის” ჟურნალისტს უმასპინძლა
,,დანაშულის გაშუქება მედიაში“–ამ თემაზე დღეს ,,ლიდერთა სახლის“ ახალციხის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებისათვის საინტერესო კითხევებს ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თიკო კურტანიძემ უპასუხა. მან ,,ლიდერთა სახლის“ 10–მდე მონაწილეს ჟურნალისტური გამოცდილების … Continue reading
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 3 ეტაპად განხორციელდება. 23 აპრილიდან – 4 მაისის ჩათვლით ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც … Continue reading
ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადის დახურვას მინისტრი დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადა მხიარული სტარტების ფინალით დასრულდა. დახურვის ცერემონიას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ლევან ყიფიანმა საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა. ახალციხის … Continue reading
,,ინტერნეტმა გამოიჭირა”–პრემიერა მესხეთის თეატრში
ინტერნეტმა გამოიჭირა– ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც დღეს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ–დრამატულ თეატრში გაიმართა. მსახიობებმა მაყურებელს ერთი კაცის გაორებული ცხოვრება, მისი ფარულად შექმნილი ორი ოჯახი და გამოუსწორებელი სიტუაცია აჩვენეს. თანამედროვე ინგლისელი … Continue reading
ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთიდან ლიბანის მოქალაქე კ.ნ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 28 აბი სოლფადეინი (Solpadeine) აღმოუჩინეს. მედიკამენტების შემოტანის … Continue reading
არასამთავრობოდან სახელმწიფო სამსახურში–ნანა ზუბაშვილმა ზაზა ხუციშვილი ჩაანაცვლა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა. აღნიშნული პოსტი ზაზა ხუცხიშვილის ნაცვლად ნანა ზუბაშვილმა დაიკავა. იგი საკუთარი უფლება მოვალეობის შესრულებას 20 აპრილიდან ოფიციალურად შეუდგა. როგორ რეგიონული სამმრთველოს ახალი უფროსი … Continue reading
სასოფლო ბარათების მისაღებად, ფერმერები პირველ მაისამდე უნდა დარეგისტრირდნენ
იმ პიროვნებებს, რომელთაც სასოფლო–სამეურნეო ბარათები ვერ მიიღეს, პირველ მაისამდე საშუალება ეძლევათ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ და სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლონ. აღნიშნულის შესახებ ინიციატივა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.
23 აპრილის “ექოს” ანონსი
1. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვიზიტი ახალციხეში და სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები; 2. ანაცვლებს თუ არა წიგნს კომპიუტერი? – ახალციხელი ახალგაზრდების მოსაზრებები.
ახალციხელები უფასო ინტერნეტ–მომსახურებით ისარგებლებენ
ახალციხის ცენტრალურ პარკში უფასო ინტერნეტ–მომსახურებით ისარგებლებენ. Wifi-ს მოწყობილობას „დელტაკომის“ თანამშრომლები ამონტაჟებენ. კომპანიის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის თქმით, ქალაქის მერიას აღნიშნული მომსახურეობა უფასოდ გადაეცემა. გიორგი კახნიაშვილის თქმით, შესაბამისი სამუშაოები მისი ინიციატივით და მერიის … Continue reading
სოფელ ქანდაში მზად არიან სირიაში მცხოვრები ასურელი ბავშვები იშვილონ
სირიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, სოფელ ქანდაში მცხოვრები ასურელებიც ეხმაურებიან. ადგილობრივები მომხდარ ფაქტებს ქრისტიანთა გენოციდს უწოდებენ და მსოფლიოს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებენ. ამ კადრებმა, რომელიც სისასტიკითა და გაუგონარი დაუნდობლბით გამოირჩევა, სოფელ ქანდამდეც მიაღწია. … Continue reading
„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – ამგვარი სახელწოდების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში გაიხსნა.ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია – ამ და სხვა სახეობაში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დღეს 13;00 საათიდან დღის ბოლომდე შეეძლო. სკოლის … Continue reading



You must be logged in to post a comment.