”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო. “მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ილია მეორეს ადგილობრივი მრევლი ყვავილებით მიეგება. უწმიდესს არალში ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც შეხვდნენ. პატრიარქი არალში … Continue reading

12/05/2015

საქართველოს პატრიარქს ახალციხეში განსაკუთრებულად დახვდნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. უწმიდესმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან და  ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ეკლესია მოილოცა და  მრევლი დალოცა.

11/05/2015

ლარის ინფლაცია და საარსებო მინიმუმზე ასახული შედეგი

ლარის ინფლაციამ  მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე გავლენა მოახდინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საარსებო მინიმუმი ანუ  თანხის ის რაოდენობა, რომელიც  ზრდასრულ, შრომისუნარიან ადამიანს, ნორმალურად კვებისათვის  და აუცილებელი ნივთების შესაძენად სჭირდება, 160 … Continue reading

11/05/2015

12 მაისს ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი ეწვევა

ახალქალაქი პირველად, ევროკავშირის დღის აღნიშვნისათვის ემზადება. ღონისძიება ჯავახეთში,  12 მაისს 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრება. ევროკავშირის დღე ახალქალაში ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ინიციატივით იმართება. ელჩი თავისი მისიის … Continue reading

11/05/2015

“დიალოგი”

2015 წლის 7 მაისი

11/05/2015

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო   საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს.  ინსპექტირების ჯგუფი გეგმიურ შემოწმებას, რეგიონის მასშტაბით,  სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, ახალციხეში, სკოლამდელი … Continue reading

11/05/2015

ანონსი: ლარის ინფლაცია და საარსებო მინიმუმზე ასახული შედეგი

ლარის ინფლაციამ გავლენა მოსახლეობის საარსებო მინიმუმზეც მოახდინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საარსებო მინიმუმი, ანუ თანხის ის რაოდენობა, რომელიც ზრდასრულ, შრომისუნარიან ადამიანს, ნორმალურად კვებისათვის … Continue reading

11/05/2015

საქართველოს პატრიარქი შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება. ეკლესიაში უწმიდესი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ილია მეორეს ეზოში მართლმადიდებელი მორწმუნეები დახვდნენ. პატრიარქი ტაძრიდან საეპარქიო რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც მას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი … Continue reading

11/05/2015

ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაშია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ამ წუთებში შემოვიდა. “მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, უწმიდესს ეპარქიის დასაწყისში, სლესის ციხესთან ადგილობრივი მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. მრევლი ეგებება გზაზე … Continue reading

11/05/2015

ახალციხეში პიანისტთა რეგიონული კონკურსი გაიმართა

ახალციხეში პიანისტთა რეგიონული კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, აპინძისა და  ნინოწმიდნის  მუნიციპალიტეტებში არსებულმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა  მიიღეს. 80–მდე კონკურსანტმა საკუთარი შესაძლებლობები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარმოადგინა. ღონისძიება  სულხან ცინცაძის … Continue reading

11/05/2015

11 მაისის “ექოს” ანონსი

„მეცხრე არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღეს, 21:30 წუთზე ნახავთ: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში დარჩება; ლარის ინფლაცია და საარსებო მინიმუმზე ასახული შედეგები; პიანისტთა რეგიონული კონკურსი ახალციხეში.

11/05/2015

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, 20 მაისი, სავარჯიშო დღეა, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, … Continue reading

11/05/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე