”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურის ტაძარი საუკუნეების შემდეგ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

მიმდინარე წელს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა დაიწყება.  პირველ ეტაპზე არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნულის მეშვეობით სრულფასოვანი პროექტის შედგენა მოხდება. არქეოლოგიური გათხრებისას მნიშვნელოვან … Continue reading

14/05/2015

ანონსი: ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით, სამცხე-ჯავახეთში მინდვრის დღეები დაიწყო

სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ეფექტიანობის გაზრდისათვის, მესხი ფერმერები უცხოურ გამოცდილებას გაეცნენ. 40–მდე ადგილობრივს აგროსემინარი ებრაელმა კოლეგამ ჩაუტარა და ბოსტნეული კულტურის მოყვანის თავისებურებები გააცნო.

14/05/2015

გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ამაშუკელმა გუბერნატორთან და გამგებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა.  ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი … Continue reading

14/05/2015

ირაკლი ბარძიმაძე: “პროკურატურა მამუკა ხვედელიანის დევნას აგრძელებს”

თბილისის სააპელაციო სასამართლო ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელის საქმეს განიხილავს. ზაურ ლეკიშვილს ბარლი სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით ედება რაც ურთიერთ საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას გულისხმობს.  იგი ექვსი თვის განმავლობაში წინასწარ … Continue reading

14/05/2015

ანონსი: 1 წელი სტიქიიდან და ასპინძელები კომპენსაციების მოლოდინში

ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის თქმით, მათ ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღიათ. ასპიძელები დახმარებას ითხოვენ. ვრცლად ნახეთ ლუბა გიორგაძის სიუჟეტში, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 21:30 საათზე.

14/05/2015

14 მაისის ,,ექოს” ანონსი

1 წელი ასპინძის სტიქიიდან და კომპენსაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ფერმერთა ცოდნის ამაღლებისთვის სამცხე-ჯავახეთში მინდვრის დღეები იწყება. აწყურში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს იწყება.

14/05/2015

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და … Continue reading

14/05/2015

14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება

        14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან … Continue reading

14/05/2015

ილია მეორე:”საქართველო უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება”

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია დატოვა. ვიზიტის მესამე დღეს ილია მეორემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. მეოთხე საუკუნის ტაძარში დღესვე აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. … Continue reading

13/05/2015

ასპინძის “ქალთა ოთახში” ქალბატონებისთვის შეხვედრა გაიმართა

ასპინძის „ქალთა ოთახში“ დღეს ქალბატონებისათვის ტრენინგი ჩატარდა. სხვადასხვა სოფლებიდან აქტიურმა ქალებმა სემინარი  „სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში და მოქალაქეთა მონაწილეობა“ მოისმინეს და თემის ირგვლივ დისკუსიაც გამართეს. „სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ … Continue reading

13/05/2015

46 წელი ბორჯომის ნომერ პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში

რიტა წვერიანაშვილი, ადამიანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში მუშაობს.  73 წლის ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ცხოვრების ნაწილი კი სამსახური და მეზობლებია. წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

13/05/2015

NDI-ს კვლევაის მიხედვით, რუსეთის მიმართ ნდობა გაიზარდა

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რუსეთის მიმართ ნდობა გაიზარდა– აღნიშული შედეგი NDI-ს კვლევამ გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ჩრდილოელ მეზობელთან  მჭიდრო ურთიერთობის სურვილი 15%–ით მეტ ადამიანს გაუჩნდა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის … Continue reading

13/05/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე