”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“რაბათის გაზაფხული” ახალციხეში

ახალციხემ რესპუბლიკურ ფესტივალს, „რაბათის გაზაფხულს“ უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის 20–მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, ადგილობრივ მაყურებელს აჭარული, მთიულური, აფხაზური, რაჭული და სხვადასხვა ქართული–ტრადიციული ცეკვები შესთავაზა. ფესტივალის მონაწიეებმა, ღონისძიების დასრულების შემდგე, ახალციხის ციხის … Continue reading

17/05/2015

18 მაისს მუზეუმებში შესვლა მსურველებისთვის უფასო იქნება

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 10:00-18:00 საათამდე ქვეყნის ყველა მუზეუმში  მსურველებისთვის შესვლა უფასო იქნება. გარდა ამისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების წარმომადგენელთა მიღება და დაჯილდოება გაიმართება. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია … Continue reading

15/05/2015

ახალციხეში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე იმსჯელეს

საშვილოსნოს ყელის კიბო – დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები  განიხილეს სამცხე–ჯავახეთის „დემოკრატ–ქალთა საზოგადოების “ ოფისში. კოლეჯის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ტრენერებისგან დაავადების რისკის ქვეშ მყოფი ქალების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ … Continue reading

15/05/2015

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიათა საბჭოს აყალიბებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ – ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) , სენაკისა და ჩხოროწყუს … Continue reading

15/05/2015

სასმელ წყალში საშიში ბაქტერიები აღმოჩნდა

სასმელ წყალზე აღებული შვიდი  ნიმუშიდან საერთო კოლიფორმული ბაქტერია ყველა მათგანში აღმოჩნდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ლაბორატორიული შემოწმების დასკვნა დადო. ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის ბაგა–ბაღებსა  და სკოლებში ონკანის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა. … Continue reading

15/05/2015

გასაწმენდი სათავე ნაგებობები და დაბინძურებული სასმელი წყალი ასპინძაში

ასპინძის მოსახლეობა  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია.  გამგეობაში კი განმარტავენ, რომ სისტემის მოწესრიგებისათვის ცენტრალური ხელისუფლების პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. გასაწმენდი … Continue reading

15/05/2015

ევროპა თუ ევრაზიული კავშირი – რას ფიქრობენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროპა თუ ევრაზიული კავშირი – რას ფიქრობენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ენდიაის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში პრორუსული განწყობები გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. სამოქალაქო სექტორის აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, … Continue reading

15/05/2015

,,დიალოგი”

გადაცემის თემა: 1. მიმდინარე და განუხორციელებელი პროექტები ახალციხეში;  2. ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი? 14 მაისი, 2015 წელი.

15/05/2015

ანონსი: ასპინძის მოსახლეობა დაბინძურებული სასმელი წყლის გამო ჩივის

ასპინძის მოსახლეობა  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბინძურებული წყალი მოდის და სასმელად უვარგისია. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სისტემის მოწესრიგებისათვის ცენტრალური ხელისუფლებიდან პასუხს ელოდებიან. ვრცლად: დღის მთავარ … Continue reading

15/05/2015

15 მაისის “ექოს” ანონსი

„მეცხრე არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დღეს 21:30 საათზე ნახავთ: 1. ევროპა თუ ევრაზიული კავშირი – რას ფიქრობს თემაზე ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო სექტორი? 2. ასპინძის მოსახლეობა დაბინძურებული სასმელი წყალის გამო ჩივის; … Continue reading

15/05/2015

ნოდარ გორელიშვილი: “ადიგენში პროდუქტს ვერ იყოფდნენ, ჩვენ გასაყოფიც არაფერი მოგვცეს”

ასპინძის მოსახლეობა სტიქიისაგან  მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ელოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალდიდობის შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა  მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ასპინძაში მხოლოდ სტიქიისაგან დაზიანებული ხიდები შეკეთდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა. … Continue reading

15/05/2015

გადი მოზესი: ,, ქართველი ფერმერები რესურსებს ეფექტურად ვერ იყენებენ”

სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მესხი ფერმერები უცხოურ გამოცდილებას გაეცნენ. 40–მდე ადგილობრივს აგრო სემინარი ებრაელმა კოლეგამ ჩაუტარა და ბოსტნეული კულტურის მოყვანის თავისებურებები გააცნო. უცხოელი ექსპერტის თქმით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი … Continue reading

14/05/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე