”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი სალოცავის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის მუფთი 13 მეჩეთის გადაცემას მოითხოვს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სამი სალოცავი მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია.

ერთი დოლარის ღირებულება 2.5311 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5311 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 30 ნოემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5311 ლარი გახდება. … Continue reading

ახალციხესა და ასპინძაში ,,ევექსის” ჰოსპიტალი გაიხსნა

 ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ სამცხეში ახალი რეფერალური ჰოსპიტლები გახსნა. სამედიცინო ცენტრები მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება.

ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოში ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება აიკრძალება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გააკეთა. 

ახალციხის პირველი მერის შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები

რომელი დაპირება შეასრულა და რომელი პროექტების განხორციელება ვერ მოასწრო ახალციხის პირველმა მერმა? რატომ ვერ ხერხდება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება? – ახალციხელები შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე მსჯელობენ. 

ახალციხის მეხუთე სკოლა ,,მხიარული სტარტების” ფინალში იასპარეზებს

მხიარული სტარტებიდან ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით დაბრუნდნენ. სასკოლო ოლიმპიადა გაზაფხულზე დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 12 სკოლა იქნა შიდა შეჯიბრით შერჩეული, რომელთაც ნახევარ ფინალში იასპარეზეს. 

მუსხში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

30 ნოემბრიდან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

28 ნოემბრიდან მართლმადიდებლებისთვის შობის მარხვა იწყება

28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება.

მაღალმთიანი სოფელი ამბულატორიის გარეშე, რომელსაც ექიმიც იშვიათად აკითხავს

სოფელ ხეოთის მოსახლეობისთვის, უბნის ექიმს ხშირად სასწრაფო დახმარების ბრიგადა ანაცვლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ექიმი  მეზობელ სოფელში ცხოვრობს და ხეოთში ხშირად ასვლას ვერ ახერხებს.

ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს

ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს. კლინიკა ,,ჰელსიკორის” წარმომადგენლები რეგიონის წამყვან სპეციალისტებს შეხვდნენ და კარდიოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებზე ისაუბრეს.

მოხის მუსლიმი მოსახლეობა კომისიასა და სამცხე–ჯავახეთის მუფთს უნდობლობას უცხადებს

მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად შექმნილი  სპეციალური კომისიის გაუქმებას ითხოვს.  ამასთან დაკავშირებით, განცხადება  მრევლმა პარასკევის ლოცვის  შემდეგ გააკეთა.

25/11/2016 · 2 Comments

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე