”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა ახალციხელის ხსენების დღე წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს

შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ადგილობრივმა მორწმუნეებმა, განსაკუთრებულად აღნიშნეს.  წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვას ოთხი ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა  მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა. ახალციხეში შალვა ახალციხელის … Continue reading

01/07/2015

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში პრემიები ხუთჯერ გაიცა

საქართველოს თვითმართველობებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მორიგი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია, ამჯერად სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ … Continue reading

30/06/2015

“საპატიო ახალციხელის” წოდება მერაბ ბერიძეს, ელგუჯა კოპაძესა და ვასილ კვინცხაძეს მიენიჭათ 

“საპატიო ახალციხელის” წოდება, ახალციხელობის დღესასწაულზე, კიდევ სამ ადგილობრივს მიენიჭა. ტიტული წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, კულტურის განყოფილების ყოფილმა გამგემ ელგუჯა კოპაძემ და სახალხო მთქმელმა და პოეტმა ვასილ კვინცხაძემ … Continue reading

30/06/2015

ბაკურიანში ზაფხულის სეზონი იხსნება

ხვალ, 1 ივლისს, დაბა ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნება. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდველის საბაგიროები დამსვენებელს, ყოველდღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება. მთაზე ველოსპორტის მოყვარულებისათვის მოეწყობა ველობილიკები. 2 ივლისიდან  ფუნქციონირებას დაიწყებს გარემონტებული … Continue reading

30/06/2015

ბორჯომის გამგებელი, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიაში იმყოფებოდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებოდა. გამგებელი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს ეგიდით გამართულ შეხვედრებს დაესწრო. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ის ძირითადი პრინციპები განიხილეს, რომლებიც … Continue reading

30/06/2015

ანონსი: ახალციხელობა 2015

ქალაქში გამართული აქტივობების შემდეგ ახალციხელობას მიძღვნილმა ღონისძიებებმა რაბათის ისტორიულ უბანში გადაინაცვლა. 12 საათიდან ციხის ტერიტორიაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები დაიწყო და რეწვის ოსტატთა გამოფენა– გაყიდვა გაიმართა.

30/06/2015

სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ რეგიონში თანხას მხოლოდ ბორჯომი მიიღებს

მთავრობის განკარგულებით, 2014-2015 წლების სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, რეგიონებისთვის 15 400 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. განკარგულების თანახმად, სამცხე–ჯავახეთში თანხა, … Continue reading

30/06/2015

ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები ჭიდაობით გაიხსნა

ახალციხის ციხეზე, ახალციხელობასთან დაკავშირებული  სპორტული ღონისძიებები, ქართული ჭიდაობით გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობს ტური ჭადრაკსა და ნარდში. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების  გამოფენა-გაყიდვა. იხილეთ ფოტო-მასალა:        … Continue reading

30/06/2015

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

28 ივნისს, საბჟპ გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  ჩეხეთის მოქალაქე ე.ს. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად,  ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის პრეპარატი Tramal – 6 აბი აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერების … Continue reading

30/06/2015

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში 14 პირი უკანონო ქმედებაში ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის … Continue reading

30/06/2015

30 ივნისის ,,ექოს” ანონსი

1. ახალციხეში წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავენ; 2. პროფესიები, რომელთა მიმართ დაინტერესებამ იკლო.

30/06/2015

ახალციხეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი და  ზუგდიდისა და … Continue reading

30/06/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე