”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. კახა ბერიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება  ბიუროს სხდომაზე მიიღო. მან შიდა  დაპირისპირება უარყო და განმარტა, რომ საკრებულოში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ  იგი დედაქალაში ერთ–ერთ კლინიკაში სამუშაოდ გადადის. პოსტის … Continue reading

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხუთწლიან სტრატეგიას ახალციხელები გაეცნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხუთ წლიანი სტრატეგია, ადგილობრივებს  უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივ თვითმართველობაში დასაქმებული პირები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში … Continue reading

ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილი პირები დააჯილდოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სამი პიროვნება სამ სხვადასხვა სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დააჯილოვა. მათ შორისაა ახალციხის მერის გიორგი კოპაძის მამა. ელგუჯა კოპაძეს ჯილდო კულტურის სფეროში გაწეული სამსახურისთვის, მერი ხაბეიშვილს სამედიცინო სფეროში დამსახურებისთვის … Continue reading

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საქართველო … Continue reading

12 აგვისტოს “ფერმერის საათის” ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. მოსახლეობის მიერ აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რამდენიმე დაავადება დადასტურდა. ანდრიაწმინდის მაცხოვრებლები ვაქციანაციას ატარებენ, თუმცა, კონკრეტულად, რა დაავადებაზე იცრება პირუტყვი, უმეტესმა ნაწილმა არ … Continue reading

“ფერმერის საათი”– ირიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები

მწყობრიდან გამოსული სატუმბი სადგურები, მაღალი გადასახადი სარწყავ წყალზე და დებეტის სიმცირე – მოსახლეობის მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხები “ფერმერის საათში”. ახალი სეზონის პირველი გადაცემა. 2015 წლის 5 აგვისტო

“აბის” დასახლების მკვიდრებმა, ახალციხის მერიას ქუჩის რეაბილიტაცია მოსთხოვეს

ე.წ. აბის დასახლების მაცხოვრებლებმა ახალციხის მერიას პროტესტით მიმართეს. მათ  გორისა და ერევნის ქუჩების დროული  რეაბილიტაცია მოითხოვეს. ადგილობრივების თქმით,  სამი ქუჩიდან სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ქუთაისის ქუჩაზე დაიწყო. მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა … Continue reading

ახალშენის დასახლება სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე

ახალშენის მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას ითხოვს.  დებეტის სიმცირესთან ერთად დასახლების მოსახლეობა  ჩივის წყლის ხარისხზეც. ადგილობრივების თქმით, წყალი სასმელად უვარგისია და  ამის გამო კი მათ  სხვადასხვა  დაავადება უვითარდებათ. … Continue reading

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციული შენობა დააზიანა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა. შემთხვევა 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის გამგებლის … Continue reading

ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. სახურავის გარდა, რა სახის  ზიანი მიადგა შენობას, ამ დროისთვის უცნობია. ძლიერ ქარს თან წვიმაც ერთვოდა. ადგილზე მობილიზებულნი … Continue reading

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობა ახალქალაქში, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ცენტრში საგამოფენო სივრცეა მოწყობილი, სადაც ფიტულების ექპოზიციაა განლაგებული. ველოტური, ტბაზე თევზაობა, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები – ვიზიტორთა … Continue reading

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ტრენინგები ტარდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილე პირებისთვის ტრენინგი ტარდება. დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს გეგმის წერას ასწავლიან და ტექნიკურ დეტალებში არკვევენ. შეხვედრა ახალციხესა და ახალქალაქში – რუსულ და ქართულ ენაზე რამდენიმე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე