”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართება

18 სექტემბერს  10:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის მხარე  დევიზით – “ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა…  ჩვენი პასუხისმგებლობა…” დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდება.  მასში მონაწილეობას მიიღებენ მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სამსახურების, საჯარო სკოლების და კერძო სექტორის … Continue reading

მზეთამზეში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში, მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხი სააქმრო ჰქონდა განთავსებული. ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა … Continue reading

ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები და ხე–ტყე აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები და ხე–ტყე აღმოაჩინეს. კერძოდ, სოფელ დგვარში – მოქალაქის ავტოფარეხში უკანონოდ მოპოვებული მრგვალ მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი); ახალდაბასთან – მოქალაქის ავტომობილის … Continue reading

სომხურენოვან სკოლებს მშობლიური ენის სახელმძღვანელოები უგვიანდებათ

ახალი სასწავლო წელი და ძველი სახელმძღვანელოები – ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია მოსწავლეები უფროსკლასელების მიერ გამოყენებული  უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. სკოლებში განმარტავენ,  რომ წიგნები უმნიშვნელოდაა … Continue reading

ახალციხის გამგეობამ პირველკლასელების საჩუქრებისთვის 1 800 ლარი დახარჯა

სასწავლო წლის დაწყება თემის საჯარო სკოლის მოსწვალეებს ახალციხის  გამგეობის წარმომადგენლებმა  მიულოცეს. საჯარო მოხელეები მუნიციპალიტეტის 32 სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასელებს სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ახალციხის გამგებლის თქმით,  საჩუქრებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 800 … Continue reading

“ქართული ოცნება” ახალციხეში შიდაპარტიულ შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“  შიდაპარტიული შეხვედრები  გრძელდება. კოალიციის წევრები დღეს ახალციხეში შეიკრიბნენ. სხდომა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.  როგორც ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ განმარტა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები დაისახა. ახალციხეში  შეხვედრას  პარტიის აღმასრულებელი … Continue reading

ბანკ ,,რესპუბლიკაში” აგროსესხებზე აქციაა (R)

სპეციალურად ფერმერებისათვის ბანკ ,,რესპუბლიკაში” ახალი აქცია დაიწყო. სამეურნეო  სეზონის მოახლოებასთან ერთად, მათ საფინანსო ორგანიაცია აგროსესხებს განსაკუთრებული პირობებით სთავაზობს. სხვა ბანკებისაგან განსხვავებით, ბანკი რესპუნლიკა აგრობიზნესში დასაქმებულ პირებს პირად საჭიროებებსაც, კერძოდ: სამომხმარებლო … Continue reading

ადიგენის ა(ა)იპ–ი ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს

ადიგენის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის ლალი მაისურაძის წინააღმდეგ ა(ა)იპ–ი საქმის მოგებას მაღალ ინსტანციაში ეცდება. “ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს” – აცხადებს … Continue reading

“ქართული ოცნების” შიდაპარტიული შეხვედრა ადიგენშიც გაიმართა

“ქართული ოცნების” შიდაპარტიული შეხვედრა, ახალციხის შემდეგ, ადიგენის რაიონულ ორგანიზაციაში გაიმართა. ცენტრალური ოფისის სამი წარმომადგენელი კოალიციის ადგილობრივ წევრებს შეხვდა. პარტიაში განმარტავენ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თბილისიდან აღარ დანიშნავენ და … Continue reading

თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

თამარაშვილის ქუჩის 2 ნომერში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. განთავსდა სკამები და ნაგვის … Continue reading

სახელმწიფო მეფუტკრეებს კოოპერატივების შექმნას სთავაზობს

იმისათვის, რომ მეფუტკრეობა განვითარდეს და თაფლი სტანდარტების სრული დაცვით იწარმოოს, სახელმწიფო ფერმერებს კოოპერატივის შექმნას სთავაზობს. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, გაერთიანებისათვის მეფუტკრეებს სხვადასხვა შეღავათს ჰპირდება. კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ 100–მდე სკა … Continue reading

რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე სასმელი წყალი დაბინძურებულია

ახალციხეში ხანძთელის, პეტრიწის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე, წყლის ხარისხი შემოწმდა. აქედან, ორი დასახლების წყალში, ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, დარღვევები დაფიქსირდა. რუსთავლის ქუჩიდან აღებულ წყლის სინჯებში – ბაქტერიები ხოლო, კოსტავას ქუჩის სასმელ … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე