”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტი ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ეხმარება

ასპინძის მუნიციპალიტეტი ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ეხმარება. გამგეობის შენობაში პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ერთი კვირის განმავლობაში გროვდებოდა. ქველმოქმედებას ორგანიზება ასპინძის გამგეობა–საკრებულოს თანამშრომლებმა გაუწიეს, რომელშიც ადგილობრივი მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. … Continue reading

აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი, შესაძლოა, მთვარის კრატერს დაერქვას

აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი, შესაძლოა, მთვარის ერთ–ერთ კრატერს დაერქვას. ამის შესახებ, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიმართ, სპეციალური მიმართვა მოამზადა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის … Continue reading

გარდაცვლილისა და ბრალდებულების ახლობლები სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ახალციხის ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სამი პირის –  ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილისა და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ორი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ამასთანავე, … Continue reading

,,დიალოგი” ევროკავშირი – მითები და რეალობა

ევროკავშირში გაწევრიანებით წაგვართმევენ ქართველობას, საფრთხე  შეექმნება ჩვენ ტრადიციებს, ფერმერები  ვერ შეძლებენ ევროპის ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, პროდუქტის გატანას საზღვარგარეთ, თავიდან ვერ ავიცილებთ მიგრაციას და საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპის … Continue reading

12 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

სჭირდება თუ არა რუსული გაზი საქართველოს – ახალციხელების მოსაზრებები ,,ექოში“; ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის სასამართლო სხდომა დღეს ექსპერტების დაკითხვით გრძელდება; სამცხე–ჯავახეთში, პირუტყვს, თურქულის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უტარდება.

ოთარ დანელია გუბერნატორებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რეგიონების ხელმძღვანელებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების … Continue reading

წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომი დაიწვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა. გამგებლის წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ ბოსელი და ზამთრისთვის შენახული თივა დაიწვა. ვართან პეტროსიანის თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლზე გადასვლის საშიშროება არ არსებობდა. … Continue reading

აპლიკანტებმა, პროფესიულ პროგრამებზე, მისაღები გამოცდა ჩააბარეს

სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდა დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა დღეს, 11 ოქტომბერს ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრები ახალციხის რამდენიმე სკოლაში იყო გახსნილი. პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სრული სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად კონკურსანტს … Continue reading

ბორჯომსა და ახალციხეში, საბავშვო ბაღებს, ლეგოს სათამაშოები გადასცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღის 60–მდე აღსაზრდელს, ასაწყობი კონსტრუქციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა. ,,Campus Lions Club Tbilisi” რეგიონში სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სათამაშოები ჩამოიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჰუმანიტარული დახმარება … Continue reading

,,დამპლებო“, ,,უნამუსოებო“ – მერიის თანამშრომელი ჟურნალისტებს ხელით შეეხო

,,დამპლებო“, ,,უნამუსოებო“, ,,წაეთრიეთ აქედან“, ,,პროვოკაციას აგდებთ“– ამ სიტყვებით ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალექსანდრე ჭაღიაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და  გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ … Continue reading

ახალციხელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ახალციხელის 15 ნომერში ხანძრი გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სათავსო დაიწვა. ოჯახის წევრები გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ. სათავსოს მეპატრონე მიშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად … Continue reading

სამოქალაქო განათლების პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

სამოქალაქო განათლების შვიდი პედაგოგი ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მათ ტრენინგების კურსი თბილისში წარმატებით გაიარეს. თბილისის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამცხე–ჯავახეთიდან 42 პედაგოგი გადამზადდა. 16 ოქტომბერს … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე