”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერია ჰერალდიკის კონკურსს მესამედ გამოაცხადებს

  ახალციხის მერია ქალაქის გერბისა და დროშის შესარჩევად, კონკურსს მესამედ, 22 ოქტომბერს გამოაცხადებს.  დაინტერესებულ პირებს,  შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ნამუშევარი სამი კვირის ვადაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარადგინონ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, სიმბოლოების შესარჩევად, … Continue reading

,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია“ – საპროტესტო აქცია ახალციხეში

        აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან და პროკურატურასთან. გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და  მკაცრად დასჯას ითხოვენ. ,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია,“  ,,გავაგრძელებთ ბრძოლას … Continue reading

21 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

რა პროექტებზე დაიხარჯება ქალაქ ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტი; ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომა და დეპუტატების მიერ განხილული საკითხები; სკოლის მოსწავლეებისა და მწერალ დავით ტურაშვილის შეხვედრა ადიგენში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის 4 ფაქტი აღკვეთეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა. დადგინდა, რომ მძღოლი მოპოვებული 7 მ3 … Continue reading

რა გავლენას ახდენს წამების ამსახველი კადრების ჩვენება საზოგადოებაზე?

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვებამ, ისევე როგორც სამი  წლის წინ, ამჯერადაც საზოგადოების დიდი ნაწილის აგრესია გამოიწვია. რატომ ხდება წამების ამსახველი ვიდეო პერიოდულად … Continue reading

დათო ტურაშვილი ადიგენში მოსწავლეებს შეხვდება

მწერალი დათო ტურაშვილი ადიგენში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდება. შეხვედრა 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორია აიპ „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“, რომელიც Mercy Corps-თან ერთად, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაური: „წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ხრიკს მიმართავს და ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს”

ნაციონალური მოძრაობის ოფისებისათვის კარების აჭედვასა და  ციხის კადრების  გავრცელებას ახალაციხეში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც ეხმაურებიან. ჯიმშერ გოგოლაური ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და მას ხელისუფლების დაკვეთად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, მოქმედი მთავრობა მოვლენებით, … Continue reading

“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მაჟორიტარი დეპუტატები ტარიელ ლონდარიძე და ვაჟა ჩიტაშვილი 19 ოქტომბერს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის … Continue reading

ახალციხის გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტებს არჩევს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა დაიწყო. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფეროს გაძლიერება და  ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება იქნება. ამორტიზებული შიდა გზა, … Continue reading

არალსა და საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი დანადგარები და მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში რეგისტრირებული ერთ-ერთი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნანახი იქნა ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. … Continue reading

20 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი

ახალციხის გამგეობაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის პრიორიტეტებს არჩევენ; ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგანგებო ბრიფინგი ახალციხეში; მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც სოციალური დახმარება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოუხსნეს.

ახალციხეში „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხეში, რუსთაველის 124 ნომერში მდებარე ეგრეთწოდებული  „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში  იგება ასფალტი,  კეთდება ბორდიურები.  გარდა ამისა, ახლო მომავალში დამონტაჟდება განათების ბოძები, მოხდება ტერიტორიის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე