”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

23 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი

ვალეში, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას ამ დრომდე ელიან; კონფლიქტის ზონის სამ სოფელს რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ; მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მართლმადიდებელი სამყარო, 23 ნოემბერს, გიორგობას აღნიშნავს

     ქართული მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში … Continue reading

„თანასწორობა ოჯახიდან იწყება“-აქცია ახალციხეში

„ადრეული ქორწინება ტვირთია“, „თანასწორობა ოჯახიდან იწყება“, „სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“–ამ სახლწოდების სტენსილები, ახლციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ქუჩებში განათავსებს. აქციის მიზანს,გენდერული საკითხების კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა. ღონისძოიება  პროექტ “ერთად … Continue reading

წარმოადგენს თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ სამიზნეს საქართველო

პარიზში განხორციელებული ტერაქტებიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა მოქალაქეები ქუჩაში მოძრაობას მაინც ერიდებიან. ახალციხელი გურამ გელაშვილი, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, 3 თვეა სწავლობს, ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები გააფრთხილა, თავი შეიკავონ … Continue reading

ოთარ დანელიამ მესხი ფერმერები დააჯილდოვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღედ დაწესდა. აღნიშნული თარიღი წელს პირველად აღინიშნა. ოთარ დანელიამ აგარარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და ფერმერები დააჯილდოვა. მათ … Continue reading

სამი წელი გაზიფიცირების დაწყებიდან და უფუნქციო უკვე დაზიანებული მილები ვალეში

ვალის მოსალხეობა გაზიფიცირებას ელოდება. 3 წლის წინ დამონტაჟებული, ამ დრომდე უფუნქციო  მილები უკვე დაზიანდა, ,,სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან სრული მზადყოფნაა და ბუნებრივი აირის მისაღებად მოსახლეობამ სერვის–ცენტრს უნდა … Continue reading

გადატენილი იარაღის პირში ჩადება, მოგუდვის იმიტაცია და გინება-არტურ იგიტიანმა კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო

გადატენილი იარაღის პირში ჩადება და მუქარა,  პოლიეთილენის პარკით მოგუდვის იმიტაცია და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა_დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არტურ იგიტიანმა, დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისივე თქმით, სასურველი ჩვენების … Continue reading

ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება 200 ათასი ლარით იზრდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, რამდენიმე დღეში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დოკუმენტის  საჯარო განხილვას დაიწყბს. მანამდე კი თემის მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სურთ, … Continue reading

20 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი

ვალე გაზის მილებით 3 წელია დაქსელილია, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ,,სოკარის“ პასუხი მოსახლეობას; საქართველოში, სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. საფრანგეთში კი, უსაფრთხოების გამო დაწესებული აკრძალვები არ მოხსნილა. რას უყვება ახალციხელი … Continue reading

ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა

ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა. 1 ჰექტარ მიწის ფართობზე დღეს დაახლოებით 250 კილოგრამი ხორბალი დაითესა. გარდა ამისა, 10–მდე ფერმერი საბჭოს შექმნის იდეას გაეცნო. პროექტს, რომლის სახელწოდება  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული … Continue reading

„სამცხე XXI” დირექტორს პატიმრობა 8 წლით მიესაჯა

სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა … Continue reading

სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბორჯომის სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 102 ათასი ლარის ფარგლებში, შენობა კეთილმოეწყო და ინვენტარით აღიჭურვა. რეაბილიტირებული შენობა ოფიციალურად სამცხე–ჯავახეთის გუნერნატორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე