”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,დიალოგი” – ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

ახალციხის მერიასა და საკრებულოში, მთავარი ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. (გადაცემის პირველი ნაწილი)

ახალციხის მერია ა(ა)იპ–ების ნაწილს სუბსიდიას უმცირებს

ახალციხის მერია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დიდ ნაწილს  სუბსიდიას უმცირებს. რის ხარჯზე გააგრძელებენ საქმიანობას ა(ა)იპ–ები – ამაზე  ხელმძღვანელები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.  

ახალციხის თოჯინების თეატრი ძველ შენობაში ბრუნდება

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, N18– ში ბრუნდება. ძველი შენობის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, შპს ,,გლობალჰაუსმა” 299 148 ლარით გაიმარჯვა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ანა კალანდაძე გაიხსენეს

ქართველი პოეტის ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა მიიღეს. 

ტოლერანტობის ცენტრმა, უმცირესობების პრობლემებზე, ახალციხეში შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები უმცირესობების პრობლემატიკასთან დაკავშირებით ახალციხეში შეხვედრა გამართა. ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ახალციხის მოსახლეობა 2017 წლიდან დასუფთავების მოსაკრებელს გადაიხდის

ახალი წლიდან ქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთი კომუნალური გადასახადი დაემატება. ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის საფასურთან ერთად ახალციხელებს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.

შსს-ს სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

ორბელიანების ყოფილ სასახლეში განთავსებული სამუსიკო სკოლა რეაბილიტაციის მოლოდინში

ქალაქში არსებულ ერთადერთ სკოლაში, სადაც კლასიკური მუსიკა ისწავლება,  რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან. მეცხამეტე საუკუნეში აგებულ შენობას სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ერთხელ, 35 წლის წინ ჩაუტარდა. 

სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე, შეზღუდვები მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. 

,,მესხეთი” მეორე ლიგაში სათამაშოდ დახმარებას ითხოვს

გააგრძელებს თუ არა ახალციხის საფეხბურთო გუნდი საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას – ჯერ კიდევ გაურკვეველია. მწვრთნელის თქმით, ნაკრები მეორე ლიგაში გადავიდა, თუმცა უსახსრობის გამო, ჩემპიონატში ვეღარ ჩაერთვებიან.

ახალგაზრდებს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა გააცნეს

როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი სამცხე–ჯავახეთში და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რეგიონში – თემაზე სასაუბროდ, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის მონაწილეებს, ობმუდსმენის აპარატის წევრი შეხვდა.

მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის კვირეულს აღნიშნავს

მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები მუჰამედ შუამავლის კვირეულს აღნიშნავს. წმინდანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრევლი იკრიბება და მის მიერ სარწმუნოებაში შეტანილ  წვლილს იხსენებენ.  

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე