”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მოძრაობის სპეციალური რეჟმი მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.

სასამართლო სისტემა საქართველოში (R)

საკუთარი უფლებების დასაცავად თითოეულ ადამიანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სასამართლოების სისტემა შედგება 3 საფეხურისგან:

მოხეში, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს

სოფელ მოხეში მუსლიმების შემდეგ, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს. სადავო შენობასთან მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მრევლის თხოვნით აღავლინა.

მეუფე თეოდორე: „წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველია“

19 დეკემბერს მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. არსებულ პროექტს მხარი უმრავლესობის ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდისა და ურნების შესაძენად, სესხს იღებს

ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდ მანქანასა და მყარი ნარჩენების 200 ცალ კონტეინერს შეიძენს. ამისთვის თვითმმართველობას საშეღავათო პირობებით, 161 333 ათასი ევროს ოდენობის სესხის აღება მოუწევს.

ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს, შს მინისტრი გამოეხმაურა

“ადამიანს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის” – ამ განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს. 

19 დეკემბრიდან, დღისით ყინვა შესუსტდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 19–25 დეკემბრის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება. 

“ბორჯომში, ნასვამმა პოლიციელმა მცემა” – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი

ტელეკომპანია ,,იბერიას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ ნასვამმა პოლიციელმა, მიხეილ ხუციშვილმა სცემა.

ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი 2017 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს, 19 დეკემბერს 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე