”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, XIX საუკუნის ქალების როლზე, საჯარო ლექცია ჩატარდა

თამთა მელაშვილმა, მეცხრამეტე საუკუნის ქალების კულტურულ და პოლიტიკურ ბრძოლაზე ლექცია წაიკითხა. მკვლევარი და ფემინისტი სკოლის მოსწავლეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საჯარო დისკუსია გამართა. ღონისძიება “ქალთა … Continue reading

არაქართულენოვანი მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში – კანონპროექტის შეფასება ახალციხიდან

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, ახალციხის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში აფასებენ. ედუარდ აივაზიანი მიიჩნევს, რომ ინიციატივა, სამცხე–ჯავახეთში, მოქალაქეების ინფორმირებულობაზე, უარყოფითად აისახება. აივაზიანის თქმით, რეგიონის მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება, თუ მედიასაშუალება გადაცემებს, ქართულ და სომხურ … Continue reading

ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მხრივ, სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა

,,იძულებით დაწყებული ბედნიერება“ – რეგიონის მასშტაბით, აქტიურმა ქალებმა, ოჯახში ძალადობასა და იძულებით ქორწინებაზე იმსჯელეს. დასკვნითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა. მომხსენებლები იურისტი, ფსიქოლოგი, გინეკოლოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი … Continue reading

სოფელ ფერსაში ცხვრის ფარას მგლები შეესია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში ცხვრის ფარას მგლების ხროვა შეესია. შემთხვევა 25 მარტს, საღამოს საათებში, სოფლიდან, დაახლოებით 200 მეტრში მოხდა. გამგებლის წარმომადგენლის გიორგი ბლიაძის ინფორმაციით, მწყემსი ფარას სახლისკენ მიერეკებოდა,  როდესაც 20–მდე … Continue reading

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

20-23 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი … Continue reading

დაგვიანებით გადაცემული წიგნები ბიბლიოთეკებს

22 წიგნი რაბათის, 13 საბავშვოს, 20 კი ცენტრალურ ბიბლიოთეკას – ქალაქ ახალციხის სამი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 55 ეგზემპლარით გაიზარდა. მერიამ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაში, 900 ლარამდე გადაიხადა. ადგილობრივი ხელისუფლება ბიბლიოთეკებისთვის … Continue reading

შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ღია ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 27 მარტს თბილისში, სპორტულ კლუბ „შატილის“ დარბაზში გამართულ, ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს ღია ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შსს-ს სახელით, ტურნირში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის … Continue reading

როგორ სწავლობს სახელმწიფო ენას და ინარჩუნებს მშობლიურს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთი წინაპირობაა. განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობა გარემოსგან იზოლირებული რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ენა მათთვის ბარიერს არ წარმოადგენდეს.

შოლავერსა და საკირეში უკანონოდ მოპოვებული მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში სატვირთო ავტომანქანაზე განთავსებული და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები აღმოაჩინეს. შედგენილია შესაბამისი აქტები.

30 მარტის “ფერმერის საათის” ანონსი

“ფერმერის საათი” ამჯერად სოფელ სხვილისს სტუმრობს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს. სოფელში ყოველწლიურად ერთიდაიგივე კულტურა ითესება. მხოლოდ ფერმერთა მცირე ნაწილი ითვალისწინებს იმ აზრს, რომ ყოველწლიურად თესლბრუნვა აუცილებელია. სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთზე … Continue reading

სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიის შესრულება 27 მარტს 19 საათზე დაიწყო. ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა. წირვის ბოლოს … Continue reading

აღდგომის სადღესასწაულო წირვა ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში

  ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში უფლის აღდგომის დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეეგება.  სადღესასწაულო ღვთისმსახურება 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყო. ტაძრის წიმაძღვარმა  წმინდა კელაპტარი წირვის დაწყებისთანავე ეზოში აანთო, ცეცხლი ტაძარში … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე