”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენი–მოხეს 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა წელს დასრულდება

ადიგენი–მოხეს 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა წელს დასრულდება. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები შენდება. მიმდინარე სამუშაოები … Continue reading

საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკებში მონიტორინგი მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი … Continue reading

მტკვრის დონის შესაძლო მატების გამო, თეიმურაზ მურღულია ასპინძაში ჩავა

  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ასპინძაში ჩავა. თეიმურაზ მურღულია მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს ამაღამვე შეხვდება და მდინარე მტკვრის დონის შესაძლო მომატების საკითხს განიხილავს. იგი აცხადებს, რომ განგაშის … Continue reading

მოსახლეობას მტკვრის ნაპირებზე ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევენ

ასპინძის მუნიციპალიტეტში მესხური ტერასების მოპირდაპირე მხარეს, ადგილობრივი მწყემსის წყლიდან გამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. იგი 30 სულამდე საქონელთან ერთად, მდინარის შუაგულში ხმელეთზე შევიდა, თუმცა მტკვრის დონის უეცარი მატების გამო, ნაპირზე … Continue reading

“ფერმერის საათი” – აქტიური ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა

მესხი ფერმერები საკუთარი საქმიანობის გაფართოებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ისინი ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და დაფინანსების მოსაპოვებლად, შესაბამის პროექტებს წერენ.  თუმცა მათ ნაწილი გარკვეული სირთულეების გამო, სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების … Continue reading

ირაკლი ბარძიმაძე : “პოლიციას შეუძლია გვცემოს, პროკურატურამ კი დანაშაული დაფაროს”

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა – უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო მოკვლევა ჩატარდა, თუმცა დანაშაულის … Continue reading

ახალციხელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

ახალციხელი კარატისტები ტურნირისთვის ემზადებიან. შიტორიუ კარატე დოს სკოლის „საფარის“ სპორტსმენები საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები კარატისტებიც. „Open Tbilisi“ 17 აპრილს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. ტურნირში მსოფლიოს … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილი: “ნებისმიერი კვლევა წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია”

მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევის შედეგებს. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, … Continue reading

“დიალოგი” – NDI–ს კვლევის პოლიტიკური ნაწილის განხილვა

“ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას, ან გაერთიანებას მისცემთ ხმას? იცნობთ თუ არა თქვენს მაჟორიტად დეპუტატს? როგორ აფასებთ ამა თუ … Continue reading

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცემა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია. ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის … Continue reading

ასპინძაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მოინახულა

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მონიტორინგის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მოინახულა. აკაკი მაჭუტაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ორგორა–საყუდაბელის გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. სამწლიანი, გარდამავალი პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. წელს … Continue reading

ტიტები ახალციხეში {Photo}

 ახალციხეში ტიტები გაიშალა. მერაბ კოსტავას ქუჩაზე გამწვანების ადგილზე ათეულობით ტიტა ყვავის. იმისთვის, რომ ადგილობრივებს ნერგები არ დაეზიანებინათ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ტერიტორია ლენტებით იყო შემოსაზღვრული. ფოტოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის facebook- გვერდი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე