
იურიდიული სახელწოდება- შპს ტელერადიოკომპანია ,,იმპერია“ (მე-9 არხი)
მაუწყებლობის დასაწყისი- 1998 წლის 21 დეკემბერი. რეგისტრაციის თარიღი 1996 წლის 11 ივლისი.
მაუწყებლობა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მეექვსე ციფრული მაუწყებლობის საშუალებით ვრცელდება,
ტელეკომპანია “მეცხრე არხის” აუდიტორიას შეადგენს 90 ათასამდე მაყურებელი.
საინფორმაციო პროგრამები:
,,ექო“-ყოველდღიური ახალი ამბები.
ეთერში გასვლის დრო – 08:30 სთ, 09:30 სთ , 21:30 სთ
,,კვირის ექო“-კვირის მოვლენების შემაჯამებელი გამოშვება
ეთერში გასვლის დრო- ყოველ კვირას, 21:30 და ორშაბათს 09:30სთ.
გადაცემები:
,,დიალოგი“ – თოქ-შოუ. ეთერში გასვლის დრო-ხუთშაბათი, 20:30 სთ;
,,მრავალკუთხედი“ -რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციოს მიერ მომზადებული
ტელეჟურნალი. ეთერში გასვლის დრო- სამშაბათი, 20:30 სთ;
,,ეპოქა“- შემეცნებითი გადაცემა. ეთერში გასვლის დრო, ოთხშაბათი 20:30;
“ფერმერმერის საათი” – სასოფლო–სამეურნეო ფორმატის გადაცემა. ეთერში გასვლის დრო – ოთხშაბათი, 20:30 სთ.
“საუნივერსიტეტო ქრონიკები” – გადაცემა უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ. ეთერში გასვლის დრო – ორშაბათს 20:30.
“ვუპასუხოთ პატარებს” – საბავშვო გადაცემა. ეთერში გასვლის დრო – ყოველდღე – 20:00 .სთ
ხელმძღვანელი: მაია იველაშვილი
თანამშრომელთა რაოდენობა – 13
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი:0(365) 22 09 01;
სარეკლამო სამსახური: 574 75 03 00;
საინფორმაციო სამსახური: 574 75 03 04;
ტექნიკური სამსახური: 598 47 42 70.
ელ.ფოსტა:
telekompaniatv9@gmail.com
meckhrearkhitv9@gmail.com
მისამართი: ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა # 30 ა


dzalian magariaa 🙂
LikeLike
მე მგონი უმჯობესია მითითებული გქონდეთ როგორმე თუ რომელი მეცხრე არხი ხართ.
ვგულისხმობ ვთქვათ “ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი” ან მსგავსი.
მხოლოდ “მეცხრე არხი” თუ იმიტომ გაქვთ შერცეული რომ ბევრი მოხვდება ამ ბლოგზე, ჩემი აზრით არაა გამართლებული სვლა.
მომხმარებლის გადმოსახედიდან გირჩევთ ჰედერში როგორმე ახალციხე რომ ჩაამატოთ. კარგი იქნება ნამდვილად.
წარმატებებს გისურვებთ…
LikeLike
ეს ტელეკომპანია 1998 წლიდან მაუწყებლობს, მსგავსი სახელის ტელეკომპანია კი…
LikeLiked by 1 person
იმის თქმა გინდოდა რომ მსგავსი სახელის კომპანია 1 წელია გამოჩნდაო? : )
თუ კი მაშინ ძალიან არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
და საერთოდ მე არ ვგულისხმობდი პირველად რომელი დარეგისტრირდით როგორც სამაუწყებლო ტელეკომპანია. კეთილი სურვილით გირჩიეთ მეტი არაფერი
LikeLike
სოფელ უნწის დასათაურებასთან დაკავშირებით, რომ უნწელებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არ მოსწონთ არასწორია. უნწის მოსახლეობას არ მოსწონს სოფელზე გამოყოფილი დახმარება რომ არამიზნობრივად იხარჯება და სოფელს კი არა რწმუნებულის, გამგებლის და ვინც ვითომდა ტენდერში იმარჯვებს მაგათ რომ ხმარდება. შეიძლება 3 წელი სოფელზე გამოყოფილი თნხა წყალს ხმარდებოდეს და სოფელი მაინც უწყლოდ იყოს? რად გვინდოდა სათავისოდ წყლის ახალი ტრასა რომ მოიგონეს, მშვენივრად არის მილები ჩაყრილი წნევასაც უძლებს და ყინვასაც. მარტო სათავე ნაგებობის გაკეთება უნდოდა კარგად, რომ წყალი სოფელში ამოსულიყო, მაგრამ არა, დამპალი შლანგები ხომ უნდა ჩაეყარათ, რომ ხალხი მოეტყუებიათ. მათ ფული დარჩენოდათ ხალხს კი ტყუილი დაელიათ. ხალხს მოსწყინდათ, ხან ვისი და ხან ვისი შეწუხება, საშველი არსაიდან არ ჩანს. მალე ალბათ იმ ძველი დასალევი წყლის ტრასის მილებსაც ამოყრიან და გადაინაწილებენ, მიზანი მაგათი ეგ არის. ხელახლა ტენდერს გაიძახიან, რატომ უნდა გამოცხადდეს ერთ და იგივე საქმეზე ათასჯერ ტენდერი? ვინც წინა ტენდერი მოიგო და უხარისხოდ გააკეთა ყველაფერი კეთილი ინებოს და ხარისხიანად გააკეთოს. ან რწმუნებულმა რატომ ჩაიბარა ასეთი უხარისხოდ გაკეთებული საქმე, კონტროლი ხომ უნდა ყოფილიყო? აქედანაც ჩან, რომ ამ საქმეში მაფიაა ჩართული და ფულს შოულობენ ხალხის გასაჭირი კი სასაცილოდაც არ ყოფნით.
თქვენი გაშუქებული რეპორტაჟიდან ხალხს იმედის ნაპერწკალი ჩაესახა.ვიმედოვნებთ, რომ რეპორტაჟი მხოლოდ რეპორტაჟად არ დარჩება და სოფელს რაღაც მაინც ეშველება.
LikeLike