9 აპრილზე მშენებარე წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო.
მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ წერილით მიმართა. აღნიშნული ტაძრის მშენებლობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გასულ წელსაც გამოიყო.
2016 წელს 10 000 ლარი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სომხური სამოციქულო ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციისთვის.