ახალციხის სამხატვრო სკოლაში სემესტრული გამოფენა მოეწყო. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იყო ფერწერულ, გრაფიკულ, კომპოზიციურ, კერამიკულ და სხვა სტილში შესრულებული ნამუშევრები.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა შემდეგი გამოფენა აღდგომის თემატიკაზე დააანონსა.
ნანა ნათენაძის თქმით, გაზაფხულზე, ასევე დაგეგმილია გამოფენა საქართველოს საპატრიარქოში.
გარდა ამისა, მარტის დასაწყისში ბაქოში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას ფესტივალში მიიღებენ.
ირაკლი ბახტურიძე