”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

უამინდობა ჯავახეთში

მესამე დღეა ჯავახეთში უამინდობას ებრძვიან. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო პრობლემები შეიქმნა სოფლების მისასვლელ გზებზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიამდე მისასვლელი გზა მესამე დღეა ჩაკეტილია. ქარბუქისა და თოვლის გამო აქ გადაადგილება შუძლებელია. 29 იანვარს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, სოფლებამდე მისასვლელი გზები ნამქერმა ჩაკეტა. ამის გამო, გადაადგილების პრობლემა  რვა სოფელის 1 200–მდე ოჯახს შეექმნა.

29 იანვარს გადაადგილების პრობლემა შეექმნა სოფელ დადეშის მონაკვეთზე 10–მდე ავტომობილს. თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანების გამოსაყვანად შესაბამისი სამსახურები დილამდე მუშაობდნენ. ამ დროისათვის, აქ მოძრაობა თავისუფალია.

მესამე დღეა საავტომობილო გზის მონაკვეთები  ყოველდღიურად იწმიდება დადეშის, ოკამისა, და ჩუნჩხის მიმართულებით. შიდა გზების თოვლისგან გაწმენდაზე პასუხისმგებელი შპს ,,ვემია“.  გამგეობაში განმარტავენ, რომ გზები 10 დღეა სისტემატურად იწმინდება, თუმცა ძლიერი თოვისა და ქარის გამო, გადაადგილება მაინც ფერხდება.

ჯავახეთში ცენტრალური გზა გაწმენდილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. აქ გაწმენდით სამუშაოებს, შპს ,,ჯავახ–ავტოგზა“ ახორციელებს. კომპანიის 10-მდე სხვადასხვა სახის ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

ნინოწმინდაში საავტომობილო გზა თოვლის საფარისგან სრულად გაიწმინდა. გამგეობაში აცხადებენ, რომ უხვ ნალექს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე