”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქარბუქმა ჯავახეთის სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფლებამდე მისასვლელი გზები ნამქერმა ჩაკეტა. ამის გამო, გადაადგილების პრობლემა შეექმნა რვა სოფელის 1 200 ოჯახს.

%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d

შიდა გზების თოვლისგან გაწმენდაზე პასუხისმგებელი შპს ,,ვემია.“ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზები 10 დღეა სისტემატურად იწმინდება, თუმცა ძლიერი თოვისა და ქარის გამო, გადაადგილება მაინც ფერხდება. ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების – ბუზავეთის, თახჩას, აბულის, კულიგამის, ბავრასა და კარტიკამის  მიმართულებით.

სავარაუდოდ, ხვალ გაიწმინდება სოფლების – დიდი და პატარა ხორენიის გზები.

,,მე-9 არხის“ კორესპოდენტი იუწყება, რომ ჯავახეთში ცენტრალური გზა გაწმენდილია და მასზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. აქ გაწმენდით სამუშაოებს, შპს ,,ჯავახ ავტოგზა“ ახორციელებს. კომპანიის 10-მდე სხვადასხვა სახის ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

ჯავახეთში თოვლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 29/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე