”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სახალხო დღესასწაული ,,ბაკურიანობა 2017″ დასრულდა

,,ბაკურიანობა 2017″ გალა-კონცეტრითა და ფოიერვერკით დასრულდა. ტურისტებმა და ადგილობრივებმა სახალხო დღესასწაული ორი დღის განმავლობაში – 27 და 28 იანვარს, კულტურული და სპორტუი ღონისძიებებით აღნიშნეს.

27 იანვარს სპორტული შეჯიბრებები მოეწყო დიდველისა და ე.წ. “ოცდახუთიანების” ტრასაზე, სადაც თხილამურებით სრიალი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდით შეჯიბრი და სლალომი გაიმართა, პარკის ტერიტორიამ კი ჰოკეის უმასპინძლა.

შეჯიბრებები სამივე ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

28 იანვარს ექსტრემალური შეჯიბრებები დიდველზე 10:00 სთ-დან დაიწყო. სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლის პარალელურადაც დამსვენებელთა განწყობაზე ბენდმა – GOOFY LAND” და ჯგუფმა ,,მგზავრებმა“ იზრუნა.

ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზატორობით, ყოველწლიურად აღინიშნება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 29/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე