”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი გასვიანის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემაში ბრალდებულებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პირველ სასამართლო სხდომას, სამივე ბრალდებული დაესწრო. მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილისა და პაატა კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს 27 იანვარს გამართულ სხდომაზე მიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორის მოთხოვნა გააპროტესტა.

სასამართლოს სხდომას არ დასწრებია გიორგი გასვიანი, თუმცა სხდომის ჩანიშვნამდე, მან კომენტარი ,,მე-9 არხთან” ორი დღის წინ გააკეთა. ჟურნალისტი ადვოკატთან ერთად, საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მასზე განხორციელებულ ძალადობაში ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს და მასთან ერთად მყოფ ორ პირს ადანაშაულებს.

ინციდენტი ბორჯომში 2016 წლის 18 დეკემბერს მოხდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 28/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე